
09დეკ
2017
განსაკუთრებული პირობები მედისონის სტუდენტურ კლუბში დარეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის
2017
დღეს, სამედიცინო ჰოლდინგი - მედისონი ეწვია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენელთან ერთად.
შეხვედრაზე EEU-ს სტუდენტებისათვის წარმოდგენილი იყო მრავალპროფილიანი, ხელმისაწვდომი, პიროვნებაზე ორიენტირებული, ექსკლუზიური სადაზღვეო პაკეტები, და პირობები. სტუდენტური შეთავაზება ორიენტირებულია მომავალში მათი ჯანმრთელობის უზრუნველსყოფაზე.
ასევე, გაიმართა სამედიცინო ჰოლდინგი - მედისონის კლინიკების პრეზენტაცია და ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.
დარეგისტრირდი მედისონის პოლიკლინიკაში და გახდი განსაკუთრებული პირობების მფლობელი.