04ივლ
2018
ვიტამინი D - ჯანმრთელობისათვის აუცილებელი კომპონენტი!


ვიტამინი D ორგანიზმს ეხმარება დაარეგულიროს კალციუმისა და ფოსფატების რადენობა ორგანიზმში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ძვლების, კბილებისა და კუნთების სიჯანსაღეს. უმეტეს შემთხვევაში, მზის სხივების დახმარებით, ჩვენი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ვიტამინი  D სრულიად საკმარისია. თუმცა თუკი, სხვადასვა მიზეზების გამო, ვერ ხდება საკმარისი რაოდენობის ვიტამინის გამომუშავება, სასურველია ვიტამინი D-ს მიღება, საკვების ან საკვების დანამატის სახით.

ვიტამინი D, ასევე, ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციასთან ბრძოლაში. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვიტამინი D აუცილებელია იმუნური სისტემის T-უჯრედების აქტივაციისათვის.  T-უჯრედები აიდენტიფიცირებენ და ებრძვიან ორგანიზმში მავნე პათოგენებს. ზამთარში (მზის სხივები ცოტაა) D ვიტამინების ნაკლებობა ვირუსული ინფექციების მატების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია.

 

 

ვიტამინი D-ს დეფიციტმა შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები. ორგანიზმში ვიტამინი D-ს ნაკლებობა ძვლებს რბილსა და მტვრევადს ხდის, რის გამოც შესაძლებელია განვითარდეს ოსტეოპოროზი.  ბავშვებში ვიტამინი D-ს ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს რაქიტი. ასევე აღსანიშნავია, რომ ვიტამინი D-ს არაადექვატურმა რაოდენობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი წნევა - ჰიპერტენზია, ართრიტი და სხვა.

 

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ვიტამინი D -ს დიდი რაოდენობაც პრობლემურია ორგანიზმისათვის: დიდი რაოდენობით ვიტამინმა D-მ შესაძლოა გამოიწვიოს დიდი რაოდენობით კალცის დაგროვება, რაც გულის შეტევისა და თირკმელში კენჭების არსებობის რისკს ზრდის.

 

როგორც ხედავთ, D ვიტამინი ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში, საკმაოდ ინტენსიურად გამოიყენება ლაბორატორიული კვლევა D ვიტამინის განსაზღვრისათვის.

 

გთავაზობთ D ვიტამინის ყველაზე მეტი რაოდენობით შემცველ 15 პროდუქტს. შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში ეს პროდუქტები, განსაკუთრებით შემოდგომისა და ზამთრის სეზონებში, რათა თქვენი ორგანიზმი გაჯერებული იყოს საკმარისი რაოდენობის ვიტანიმებით.

 

 

D ვიტამინის შემცველი 15 პროდუქტი:

 

  1. ბროკოლი
  2. წიწაკა
  3. ტკბილი კარტოფილი
  4. სტაფილო
  5. გოგრა
  6. ხორცი
  7. ავოკადო
  8. კვერცხი
  9. თევზი
  10. ყველი
  11. პაპაია
  12. ატამი
  13. ნესვი
  14. გარგარი
  15. მანგო