11აპრ
2018
ცრუ კრუპი ბავშვებში


რა არის ცრუ კრუპი:

ცრუ რუპი არის ზედა სასუნთქი გზების, საყლაპავის მწვავე შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ხველა და სუნთქვის გაძნელება.

 

რატო ვითარდება ბავშვებში ცრუ კრუპი:

ცრუ კრუპი ძირითადად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. დაავადება საყლაპავის ანთებითა და შეშუპებით ვითარდება, რის ნიადაგზეც ვიწროვდება ზედა სასუნთქი გზა და ფერხდება ორგანიზმში ჰაერის მიწოდება.

ყველაზე ხშირად, ცრუ კრუპის შეტევამდე ბავშვს აღენიშნება გაციების, ვირუსული ინფექციის სიმპტომები: გამონადენი ცხვირიდან, მაღალი ტემპერატურა და ა.შ. შეტევები უმეტესად საღამოსა და ღამის საათებშია მოსალოდნელი.

 

 

ცრუ კრუპის სიმპტომები:

  • ხმის შეცვლა;
  • უხეში, „ყეფისებური“ ხველა;
  • გაძნელებული სუნთქვა;
  • ხმაურიანი სუნთქვა;
  • მსტვენავი ჩასუნთქვა.

 

დღის განმავლობაში ბავშვის ხმის ტემბრი უფრო დაბლდება და უხეში ხდება, თუმცა, სიმპტომები უფრო ნათლად ვლინდება საღამოს ან ღამე როდესაც ბავშვი მოსვენებულ მდგომარეობაშია ან სძინავს: მწვავდება ხველა, სუნთქვა ხშირი, გაძნელებული და ჩასუნთქვისას ხმაურიანია.

 

როგორ განვასხვავოთ ცრუ კრუპი სხვა დაავადებებისაგან:

კრუპი - გვხვდება სასუნთქი გზების დიფტერიისას და სიმპტომებით ცრუ კრუპს ჰგავს. თუმცა გართულებული სუნთქვა ამ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ყელისა და სასუნთქი გზების შეშუპებასთან, ამ დროს ყელში წარმოიქმნება დიფტერიული გარსი, სწორედ ის უშლის ხელს ჰაერის მიწოდებას.

 

ბრონხიტი - რომლის დროსაც, ბავშვს არ აღენიშნება „ყეფისებური ხველა და ხმის ტემბრის შეცვლა. ეს დაავადება უფრო მშრალი, სველი ხველით ხასიათდება, ასევე ხშირად ფილტვებში ხიხინი ისმინება.

 

ბრონხიული ასთმა - ამ დაავადებისას ბავშვს აღენიშნება გაძნელებული მსტვენავი სუნთქვა, ამასთან ამოსუნთქვისას ისმინება ხიხინი. ცრუ კრუპისას ჩასუნთქვაა ხმაურიანი.

 

საყურადღბოა ზედა სასუნთქი გზების დაავადება - რომელსაც მსგავსი სიმპტომები ახასიათებს, მაგრამ ამასთან საჭიროებს სხვაგვარ მკურნალობას. ამიტომ, თვითმკურნალობა არ არის მიზანშეწონილი, მიმართეთ ექიმს სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის დასანიშნად.

 

ეპიგლოტიტი - საბედნიეროდ ეს დაავადება ძალიან იშვიათია, თუმცა მშობლისათვის მაინც აუცილებელია იცოდეს მისი სიმპტომების ამოცნობა. აპიგლოტიტი ბაქტერიული დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს ხრტილის ანთება, რომელიც ყლაპვისას ხურავს ყელს და ამ შემთხვევაში ეს არის სუნთქვის გართულების მიზეზი. ამასთან, დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა - 39 და მეტი, ხშირდება ნერწყვის გამოყოფა, რთულდება პირის სრულად გაღება. ამ მეტად რთული დაავადებისას აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია.

 

 

! თუ ამჩნევთ რომ ბავშვს სუნთქვა უჭირს, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და გაასინჯეთ პატარა სპეციალისტს.

 

 

პირველადი დახმარება სახლის პირობებში:

  • თუ შეტევა პირველადია, ბავშვს სუნთქვა არ უჭირს, არ აღენიშნება ხმაურიანი ჩასუნთქვა და აწუხებს მხოლოდ „ყეფისებური“ ხველა, დაგეხმარებათ ორთქლის ინჰალაცია. ჩართეთ აბაზანაში ცხელი წყალი, დახურეთ კარი და ასუნთქეთ ბავშვს ნოტიო ჰაერი რამდენიმე წუთის განმავლობაში.
  • უკიდურესად მნიშვნელოვანია ემოციური და ფიზიკური სიმშვიდე, რადგან ნებისმიერმა დატვირთვამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომების გამწვავება.
  • აუცილებელია დამშვიდდეთ თავად და დაამშვიდოთ ბავშვი. აიყვანეთ ხელში ან დასვით კომფორტულად. სასურველია ვერტიკალური პოზიცია.
  • მნიშვნელოვანია ოთახში სუფთა და დატენიანებული ჰაერი იყოს. ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია განიავებით და სველი პირსახოცების გამათბობელზე დაფენით.
  • თუ ატყობთ, რომ ხველის ინტენსივობა არ კლებულობს და ბავშვს სუნთქვა უძნელდება, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. მის მოსვლამდე, პატარას ნოტიო ჰაერი ასუნთქეთ.
  • ექიმის გასინჯვის შემდეგ, დადგინდება მდგომარეობის სიმძიმე და დაინიშნება შესაბამისი მკურნალობა. როგორც წესი ცრუ კრუპის მკურნალობა საინჰალაციო პრეპატარებით ხდება.
  • თუ ბავშვს აღენიშნა ცრუ კრუპის რთული ფორმა, საინჰალაციო პრეპარატებთან ერთად, შესაძლოა დაინიშნოს პარენტერალური მკურნალობა.

 

 

! ცრუ კრუპი არის ვირუსული ინფექციის გართულება, მის სამკურნალოდ არაა საჭირო ანტიბიოტიკის გამოყენება.