10ნოე
2017
შაქრიანი დიაბეტი ბავშვებში


 

შაქრის დიაბეტი გამოიხატება სისხლში შაქრის (გლუკოზის) რაოდენობის ქრონიკული მატებით. ბავშვებში, ენდოკრინოლოგიურ დაავადებებს შორის, დიაბეტი ყველაზე ხშირია. შაქრიანი დიაბეტი ვითარდება საკმაოდ სწრაფად, შესაბამისი მკურნალობის გარეშე, პროგრესირებს და იღებს რთულ ფორმებს. დიაბეტის ასეთი განვითარება ბავშვებში ხელს უშლის სხეულის ზრდას და აფერხებს ნივთიერებათა ცვლას. დაავადება ვლინდება სხვადასხვა სიმპტომებით, ან სისხლში გლუკოზისა და ინსულინის კონცენტრაციის განსაზღვრით. დიაბეტის მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა ზომიერი ფიზიკური აქტივობა, დიეტის დაცვა, ინსულინის პრეპარატებით მკურნალობა.

 

დიაბეტის ფორმები ბავშვებში

ბავშვებში ვლინდება 2 სახის დიაბეტი:

 

  • I სახის დიაბეტი - ინსულინზე დამოკიდებული;
  • II სახის დიაბეტი - ინსულინზე არადამოკიდებული.

 

მოზრდილებში ხშირად გვხვდება II ტიპის დიაბეტი. ბაშვებში გავრცელებულა I ტიპი, ის დამოკიდებული ხდება ინსულინზე.

 

დიაბეტის განვითარება

 

ბავშვის კუჭქვეშა ჯირკვალი (პანკრეასი - ინსულინის გამომმუშავებელი ჰორმონი), ძალიან პატარაა. პანკრეასის ზომა ფორმირდება 5 წლის ასაკამდე, ის აღწევს 12 სანტიმეტრს, წონა - 50 გრ-ს. კუჭქვეშა ჯირკვლის მთავარი ფუნქცია ინსულინის გამომუშავებაა. სწორედ ამ ასაკიდან 11 წლამდე ბავშვები განსაკუთრებით მიდრეკილები არიან შაქრიანი დიაბეტით დაავადებისკენ. ბავშვის ორგანიზმში ყველა პროცესი მიმდინარეობს უფრო სწრაფად, ვიდრე მოზრდილ ადამიანში. ასევე სწრაფად ითვისებს ნახშირწყლების, რაც შაქრის რაოდენობას სისხლში სწრაფად ზრდის. ამიტომ, ბავშვმა ნახშირწლები ყოველდღიურად, მაგრამ შეზღუდულად უნდა მიიღოს, პროპორციით: სხეულის თითო კილოგრამზე - 10 გრამი.  ნახშირწყლები დიდი რაოდენობით შედის ტკბილეულში, რაც ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ, მაგრამ მისი ზომიერი, მცირედი, რაოდენობით მიღება არ იწვევს დიაბეტით დაავადებას. ნახშირწყლების ცვლაზე ასევე მოქმედებს ბავშვის ჩამოუყალიბებელი ნერვული სისტემა. მისი ჩამოყალიბების პროცესი კი, გავლენას ახდენს სისხლში შაქრის რაოდენობის ზრდაზე.

როგორც წესი, შაქრიანი დიაბეტის პროვოცირება ხდება პრობლემურ ბავშვებში, ან მოზარდებში, მომწიფების პერიოდში. ასევე, დიაბეტის განვითარების რისკი მაღალია ფიზიკურად დატვირთულ ბავშვებში.

 

 


არსებობს რიგი მიზეზებისა, რატომაც მცირეწლოვანი შეიძლება დაავადდეს შაქრიანი დიაბეტით, ესენია:

 

  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებული დედა, ან ორივე მშობელი;
  • მწვავე ვირუსული დაავადებები;
  • ბავშვის წონა დაბადებისას 4,5 კგ-ზე მეტია;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (ფიპოტენოზი, ცხიმოვნება);
  • დაქვეითებული იმუნიტეტი.

 

დიაბეტის სიმპტომები მოზრდილებსა და ბავშვებში თითქმის ერთიდაიგევე სახით ვლინდება:

 

  • წყურვილის შეგრძნება;
  • წონაში კლება;
  • ხშირი შარდვა (2-3 ლიტრი დღეში);
  • რაიმე ინფექციის რთულად გადატანა;
  • დაღლილობის მომატება, ყურადღების გაფანტვა.

 

 

ხშირად, მშობლები ვერ ამჩნევენ სიმპტომებს, რაც ქმნის გარკვეულ სირთულეებს. დამახასიათებელი სიმპტომების გარდა, ბავშვებში შეიძლება გამოიკვეთოს სხვა ნიშნებიც, მაგალითად. შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში ბავშვებს 2-3-ჯერ მეტი შარდი გამოეყოფათ, ვიდრე ჯანმრთელ ბავშვებს. ასევე, მოავადე ბავშვებს უვლინდებათ კანის დაზიანებები (ფურუნკულიოზი), გამონაყარი კანზე და ა.შ. ჩვილ ბავშვებში შაქრიანი დიაბეტი გამოხატება საკვების მონელების პროცესის დარღევევით (დიარეა, ყაბზობა, პირღებინება), შფოთვა (მოუსვენრობა). ჩვილი ბევრს და ხარბად წოვს ძუძუს, ან სვამს წყალს. შარდით დასვრილი ბავშვის თეთრეული გაშრობისას მაგრდება, შარდში შაქრის მაღალი რაოდენობის გამო. ჩამოთვლილი სიმპტომები ვლინდება დიაბეტის საშუალო ან მძიმე ფორმით მიმდინარეობისას. მარტივი ფორმა შეიძლება საერთოდ არ გამოიხატოს ჩივილებით, დაავადების დიაგნოზს კი, სვამენ ანალიზებით, სისხლში შაქრის მოცულობის განსაზღვრით.

 

 

როგორც ავღნიშნეთ შაქრიანი დიაბეტის განკურნება შეუძლებელია, ის მუდამივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს, მკურნალობა კი ხდება: ფიზიკური ვარჯიშით, დიეტით.

 

ფიზიკური აქტივობა

რაც შეეხება ფიზიკური დატვირთვას, ამ დროს სხეულის ქსოვლებში იმატებს ინსულინისადმი მგრძნობელობა და აგდებს შაქრის რაოდენობას ორგანიზმში, პროცესი დიდ როლს ასრულებს ბავშვის მკურნალობაში, თუმცა ზედმეტმა აქტივობამ შეიძლება ჰიპოგლიკემიურ მდგომარეობამდე მიიყვანოს მოავადე ბავშვი. აუცილებელია ბავშვის სხეულის ფიზიკური დატვირთვა ექიმის რეკომენდაციით მოხდეს. პარალელურად ინიშნება ნახშირწყლების მიღება და ასევე, მუდმივად აკონტროლეთ სისხლში გლუკოზის კონტცენტრაცია. სასურველია გლუკოზის გასინჯვა სისხლში ვარჯიშის დაწყებამდე და ვარჯიშის შემდეგ, რათა სწორად განისაზღვროს ინსულინი.

 

 

 

    

         

კვება

შაქრიანი დიაბეტით მოავადე ბავშვის მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია კვება. დიეტა უნდა იყოს დაბალანსირებული ყველა მნიშვნმელოვანი ინგრედინტით: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და ვიტამინები.

 

გაითვალისწინეთ:

 

  • რაციონში მცირდება: ცომეული საკვების, კარტოფილის და ფაფების მიღება. ფაფების მიღება შეიძლება დღეში მხოლოდ ერთხელ. ბრინჯი, მანანის ფაფა და მაკარონის ნაწარმი აუცილებელია მოიხმაროთ შეზღუდული რაოდენობით. პურის დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 100 გრამს.
  • ბოსტნეული, კარტოფილის გარდა, შეიძლება ბავშვშვმა შეუზღუდავი რაოდენობით მიირთვას, მისი მიღება აუცილებლობას წარმოადგენს.
  • დიატას დაამატეთ ხილი - ვაშლის ის სახეობები, რომლების ნაკლებად შეიცავს სიტკბოს, შავი მოცხარი, ალუბალი და ა.შ. იშვიათადფ შეიძლება ციტრუსის მიღება (ფორთოხაილ, მანდარინი), მარწყვი, ჟოლო. მიიღება ცოცხალი სახით ან შაქრის შემცვლელით მომზადებული კომპოტის სახით.
  • საკვები რაციონიდან გამოირიცხება ცხიმიანი, ცხარე და მარილიანი კერძები, ტკბილი სოუსები.

 

შაქრიანი დაბეტით მოავადე ბავშვმა დღეში 6-ჯერ, ხშირ-ხშირად უნდა იკვებოს. კვების პროდუქტების შემადგენლობა აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს მკურნალ ექიმთან.

 

დიეტის დაცვა ამსუბუქებს დიაბეტის მიმდინარეობასა და მკურნალობის პროცესს. დიაბეტით მოავადე ბავშვები იზრდებიან, კარგად ვითარდებიან როგორც ფიზიკურად, ასევე გონებტივად.

 

 

 

თითქმის ყველა დიაბეტით მოავადე ბავშვი ღებულობს ინსულინს. ხშირ შემთხვევაში, სამკურნალო პრაქტიკის მიხედვით, დღეში ერთი ინექცია საკმარისია. ინსულინის დოზირება და მისი გაკეთების განრიგი ასევე, ინიშნება მკურნალი ექიმის მიერ. დიაბეტის აბები საკმაოდ ეფექტურია მოზრდილებში, რასაც ვერ ვიტყვით მცირეწლოვნებზე.  წამლები ინიშნება, თუ დიაბეტი მსუბუქ ფორმებშია, ან იყენებენ როგორც დამხმარე საშუალებას, ინსულინის ინექციის რაოდენობის შესამცირებლად.

 

 

გახსოვდეთ, სწორად შერჩეული, კარგად ორგანიზებული ინსულინის თერაპია და ბავშვის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი, მნიშვნელოვნად ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობის სირთულეს და ეხმარება დიაბეტით მოავადე ბავშვს სრულყოფილ ცხოვრებაში.