26თებ
2018
ორსულთა ტოპ 15 სასუსნავი!


ხშირად გვსმენია  რომ ორსულებს უჩნდებათ უცნაური საკვების მოთხოვნილბა. თუმცა სინამდვილეში ბევრი ფეხმძიმე საკმაოდ კონსერვატულია  და ირჩევს საკვებს, რომელიც ბავშვობაში უყვარდა.

ბრიტანელი მეცნიერები, ხშირად ადგენენ სახალისო რეიტინგებს, ამჯერად მათ სამიზნეში ორსულები მოვხდნენ, რომლებიც გამოირჩევიან სხვადასხვა მოთხოვნებით.

2000 ორსულის გამოკითხვის შედეგად, დადგინდა სია, რომელიც კარგად გამოადგებათ მომავალ მამებს, რადგან სწორედ ეს სასუსნავები უნდებათ ფეხმძიმე ქალბატონებს თანაც  „ახლავე.“

 

 

სია კი ასეთია:

  1. შოკოლადი: შავი, თეთრი, რძიანი, თხილით და უთხილოდ - რაც მეტია მით უკეთესია!
  2. ხილი: მარწყვი, მანგო, ანანასი, კივი;
  3. ტორტი და ნამცხვრები;
  4. ტკბილი გაზიანი სასმელი;
  5. ნაყინი;
  6. ცხარე საკვები;
  7. ჩიფსები;
  8. კარტიფილი ფრი;
  9. ბურგერები და ჰოთ-დოგები;
  10. პიცა;
  11. გრილზე შემწვარი ქათამი;
  12. პური;
  13. მიწისთხილის კარაქი;
  14. წითელი თევზი’
  15. სუში;

ორსულებს ხშირად უნდებათ არაჯანსაღი საკვები, სპეციალისტების განმარტებით ეს ხშირად გამოწვეულია იმით, რომ ჩვეულებრივ მდგომარეობაში ქალები უფრო აკონტროლებენ კვების რაციონს, ფეხმძიმობის დროს კი თავს სისუსტეების უფლებას აძლევენ.

რაც შეეხება იშვიათ შემთხვევებს, ფეხმძიმე ქალების 4% უნდებათ მიწის და წებოს ჭამა - თუმცა ეს ძალიან იშვიათა, ძირითადად ქალები უბრუნდებიან ბავშვობას და უპირატესობას ანიჭებენ იმ საკვების  რომელიც ადრე უყვარდათ.