გაზიარება:

ბლოგი

    04ივლ
    2018
    ლარინგიტი


    ლარინგიტი –ხორხის ანთებაა, დაავადების მიზეზს ჩვეულებრივ, წარმოადგენს გაციებით გამოწვეული დაავადებები, გრიპი, ქუნთრუშა, ყივანახველა. დაავადებას თან სდევს ყელის სიმშრალე, ყელში ღიტინი, ტკივილის შეგრძნება ყლაპვის დროს, ხმის კვანძების შესუსტება, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში მოსდევს ხმის სრული დაკარგვა, ხველა. ექიმები ანსხვავებენ ამ დაავადების ორ ტიპს: მწვავე  ლარინგიტი და ქრონიკული ლარინგიტი, მწვავე ლარინგიტი წარმოიქმნება არა მხოლოდ ორგანიზმში მიმდინარე სხვა ანთებით პროცესებთან და დაავადებებთან ერთად, არამედ როგორც დამოუკიდებელი დაავადებაც, ყველაზე ხშირად ამის მიზეზი ხდება ადგილობრივი გადაცივება ან ხმის ზომაზე მეტი გადატვირთვა.

    გამეორებადი მწვავე ლარინგიტის შედეგი შეიძლება გახდეს ქრონიკული ლარინგიტი, რომლის დროსაც მწვავე ლარინგიტის ყველა სიმპტომი ღებულობს მუდმივ ხასიათს, გამწვავების პერიოდში კი ძლიერდება.

    ლარინგიტი ბავშვებში შეიძლება გადაიზარდოს მწვავე ლარინგიტის განსაკუთრებულ ფორმაში. 6–8 წლამდე ასაკის ბავშვს შეიძლბა დაემუქროს ხორხის შევიწროვება მისი შეშუპების შედეგად, რაც იწვევს გაძნელებული სუნთქვის შეტევებს.

    ლარინგიტის მკურნალობის მეთოდების შერჩევა დამოკიდებულია ანთების გამომწვევ მიზეზებზე, ამიტომ დაავადების ნიშნების გაჩენისთანავე აუცილებელია კონსულტაციის გავლა ექიმ–ლარინგოლოგთან.