27დეკ
2017
5 მარტივი გზა ორგანიზმის განსატვირთად სადღესასწაულო დღეების შემდეგ.


 

ყველასთვის ჩვეულებრივი და საკმაოდ ნაცნობი მოვლენაა სადღესასწაულო დღეებში სინანული, თუ როგორ ვერ გავაკონტროლეთ თავი და, თუ რამდენად გადავაჭარბეთ ჩვეულებრივი კვების რაციონს.  საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ყველა გადაღლილი და მოდუნებულია, ამ დღეებში ჩვენ ვღებულობთ დიდი რაოდენობით მძიმე საკვებს - ხორციან, ცხიმიან, ცომეულ და ტკბილეულ საკვებს ვურევთ ერთმანეთში, და რა თქმა უნდა, ვღებულობთ სხვადასხვა სახის ალკოჰოლს. ორგანიზმს  უჭირს მოულოდნელი კულინარიული შეტევისგან თავდაცვა. იმისთვის, რომ კვლავ მოვიპოვოთ სიმსუბუქის შეგრძნება, საჭიროა დავეხმაროთ ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნაში და საკვების გადამამუშავებელი სისტემის გათავისუფლებაში. გთავაზობთ მარტივ მეთოდს, რომელიც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას ან რაიმე სახის განსაკუთრებულ საკვებს. სადღესასწაულო ნეგატიური ზემოქმედების გასანეიტრალებლად საჭიროა, მხოლოდ 2 დღე და სწორად შერჩეული რაციონი ეფექტური შედეგისათვის.

 

 

 

 

 

 

ამოიღეთ ყავა რაციონიდან.

ყავის სარგებლობის თუ მავნებლობის შესახებ გამუდმებით მიმდინარეობს დებატები. თუმცა, ერთი რამე ნათელია, ყავა ამძაფრებს ტკბილეულის მოთხოვნილებას. ჩაანაცვლეთ ფინჯანი ყავა მწვანე ჩაით. ის დაგეხმარებათ ღვიძლის გაწმენდასა და მადის საგრძნობლად დააქვეითებაში.

 

 

დალიეთ მეტი წყალი

თქვენ ვერ ამჩნევთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის მუდმივად წყლის მიწოდება. ყველაზე ცოტა, დღეში 8 ჭიქა წყალია საჭირო, რომ ის გაიწმინდოს დღესასწაულებზე ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინებისგან. დაამატეთ წყალს ლიმონის ან ალოეს წვენი და ერთი კოვზი თაფლი. სითხის ამ სახით მიღება არგებს არა მარტო თქვენს ღვიძლს, არამედ კანსაც იდეალურად უხდება.

 

უარი თქვით შაქარზე

განტვირთვის დღეებში დაივიწყეთ ტკბილეული, მიზეზი მარტივია - შეიცავს ბევრ კალორიას და საკვების მოთხოვნილება იზრდება. ამასთან, შაქრის მომატება აფერხებს საკვების გადამუშავებას, რაც ორგანიზმის განტვირთვის მცდელობას ამაოს გახდის. თუ ტკბილეულის მიღების გამძაფრებული მოთხოვნილება გაქვთ, შეგიძლიათ მიირთვათ ცოტა ოდენობით ჩირი - კურაგა, ქიშმიში, ფინიკი, შავი ქლიავის ჩირი.

 

საკვები, რომელიც განტვირთავს ორგანიზმს

ამ ტიპის საკვები გამოირჩევა არა მარტო ორგანიზმის განტვირთვის თვისებებით, ისინი ასევე, ჯანსაღად კვებავენ მას. საკვების ამ რიგს განეკუთვნება შვრია, ყავისფერი ბრინჯი, სელი, ზღვის კომბოსტო.

 

მარცვლოვანი საკვები

2 დღის განმავლობაში თქვენი კვების რაციონის 80% ბოსტნეულისგან და შედარებით ნაკლები ხილისგან უნდა შედგებოდეს. უპირატესობა მიანიჭეთ კომბოსტოს, მწვანილის, ნიახურის, სალათის ფოთლების, ჭარხლის, სტაფილოსა და ვაშლის მიღებას.

 

შეგიძლიათ მწვანე კოქტეილის მომზადება მწვანე პროდუქტების ბლენდერში დამუშავებით.