04Jul
2018
თაფლის მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები.


  თაფლის მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული სხეულების შემცველობით.

  თაფლის არომატი და გემო დამოკიდებულია ყვავილების თავისებურობაზე. თაფლის ფერს განსაზღვრავს ყვავილების ნექტარში არსებული საღებავის კონცენტრატები, შესაძლოა იყოს ბაცი მოთეთრო-მოყვითალო ან მუქი ოქროსფერი. დროთა განმავლობაში თაფლი შეიძლება დაკრისტალდეს.

  სასურველია თაფლის შენახვა დახურულ ჭურჭელში, რადგანაც შესაძლებელია სუნი გადაედოს სხვა, ახლოს მყოფი, მძაფრი ნივთიერებებისაგან.