17Oct
2018
როგორ შევაჩეროთ ჭარბი წონის ეპიდემია ბავშვებში


როგორ შევაჩეროთ ჭარბი წონის ეპიდემია ბავშვებში

 

 წონა და მისი დინამიკა ბავშვის ჯანმრთელობის და ზრდა განვითარების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის მაჩვენებელი ძალიან გაიზარდა.

  • რა იწვევს ბავშვებში წონის მატებას?

წონაში მატების ძირითადი მიზეზებია:

1.არაბალანსირებული კვება:

  • ტრანსიზომერული ცხიმებით გაჯერებული პროდუქტების გამოყენება.
  • კვების რაციონში ცხიმები და ნახშირწყლები აუცილებელ მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული.
  • მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს შაქრის შემცველი გამაგრილებელი სასმელების მიღება.
  • შეიზღუდოს კვება ნახევარფაბრიკატებით და სწრაფი კვების ობიექტებში.

2.ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა:

  • ფიზიკური დატვირთვის შერჩევისას ყურადღება ექცევა ბავშვის ასაკს, რადგან დატვირთვა უნდა იყოს ასაკობრივი ნორმის შესაბამისი.

3.ჰორმონალური დისბალანსი.

4.გენეტიკური ფაქტორი.

  • რა საფრთხეს ქმნის ჭარბწონიანობა ბავშვებსა და მოზარდებში?

ჭარბი წონის ზოგადი სიმპტომებია:

  • ადვილად დაღლა, უჰაერობა, გამონაკლის შემთხვევაში გულის კუნთის მუშაობის უკმარისობა. ბავშვებში მნიშვნელოვანია ჭარბი წონის გავლენა პუბერტატის (სქესობრივი მომწიფების) პერიოდში მიმდინარე პროცესებზე, არღვევს მოზარდის ზრდა განვითარებას, ასევე ჭარბი წონა უკავშირდება ისეთ დაავადებებს როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 , არტერიული ჰიპერტენზია, ნაღვლკენჭოვანი დაავადებები, ონკოლოგიური პათოლოგიები.
  • ჭარბი წონა არამხოლოდ სომატურ დაავადებებს, არამედ ფსიქო-ემოციური პრობლემების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

 

  • რა როლი ეკისრება მშობელს ამ პროცესის დარეგულირებაში?

რჩევები მშობლებს:

  • ეცადეთ შეცვალოთ ბავშვის დამოკიდებულება საკვების მიმართ,რაც მშობლის მხარდაჭერას და ემოციურ თანადგომას მოითხოვს.
  • აუცილებელია ბავშვს მცირე ასაკიდან ვასწავლოთ ჯანსაღი საკვების არჩევა.
  • ყოველდღიური კვების რაციონში ჩართეთ ხილი და ბოსტნეული.
  • აკონტროლეთ რომ კვება იყოს ოთხჯერადი 3-4საათიანი ინტერვალოთ.
  • მიაწოდეთ ასაკისთვის შესაბამისი ულუფა.
  • ყოველდღე ასაუზმეთ.
  • არ მისცეთ ბავშვს უფლება დიდხანს იჯდეს ტელეეკრანთან და კომპიუტერთან, განსაკუთრებით კვების დროს.
  • როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას?
  • ბავშვებსა და მოზარდებში ჭარბ წონას დიეტოთერაპიით ვმკურნალობთ. დიეტა უნდა იყოს აუცილებლად ბალანსირებული, სწორად და ინდივიდუალურად შედგენილი ექიმის მიერ.
  • თვითნებური დიეტა საზიანოა ბავშვის და მოზარდის ჯანმრთელობისთვის!

 

ასე რომ მშობლებს გირჩევთ აქტიურად იდგეთ თქვენი შვილების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. თუ შეამჩნევთ რომ ბავშვმა დროის მცირე მონაკვეთში მკვეთრად მოიმატა წონაში, გაჩნდა კანის გამოხატული სიმშრალე , პიგმენტური ლაქები, დაერღვა სქესობრივი მომწიფების ვადები, შეფერხდა სიმაღლეში ზრდა - აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს;