04Jul
2018
ოტიტი


ოტიტი  არის ყურის ანთება, ყველაზე გავრცელებულია ორი ფორმა, გარეგანი ოტიტი და შუა ყურის ოტიტი.

გარეგანი ოტიტი წარმოიქმნება გარე სასმენი არხის ინფექციური დაზიანებისა და ანთების შედეგად. დაავადების ეს ფორმა შეიძლება იყოს შეზღუდული ან დიფუზური (განთხეული) ხასიათისაა. პირველ შემთხვევაში მიზეზს ჩვეულებრივ წარმოადგენს ინფექციის შეჭრა კანის ფიზიკური დაზიანების გამო დიფუზიური ოტიტი წარმოიქმნება როგორც შიგა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტის გართულება ბაქტერიების კანქვეშ მოხვედრის შედეგად.

ხშირია შემთხვევები ალერგიული რეაქციების ნიადაგზე წარმოქმნილი ოტიტებისა.

მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით ექიმები ანსხვავებენ მწვავე ოტიტს და ქრონიკულ ოტიტს, საჭიროა გამოიყოს მწვავე შუა ოტიტი, რომელიც ორი ხასიათისაა: კატარალური და ჩირქოვანი, ყველაზე ხშირად ეს დაავადება წარმოიქმნება ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებებისას (რინიტი, გრიპი და სხვ.) სასმენი მილის გავლით ინფექციების შეჭრის შედეგად.

ყურის ანთებას  შეიძლება თან სდევდეს ტემპერატურის აწევა, ძლიერი ტკივილი ყურში და სმენის დაქვეითება.

თუ თქვენ გამოგიჩნდათ მსგავსი სიმპტომები, აუცილებელია მიმართოთ ექიმ–ოტოლარინგოლოგს დიაგნოსტიკის ჩატარებისთვის. მსგავსი ნიშნები შეიძლება ახასათებდეს სხვა დაავადებებსაც, ამიტომ ოტიტის მკურნალობისას სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელა.