
ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია (Varivax)
ჩუტყვავილა (ვარიცელა) ძალზე გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომელსაც იწვევს ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი (Varicella-Zoster Virus, VZV), რომელიც შეიძლება გართულდეს პნევმონიით, გამონაყარის შემდგომ განვითარებული ნაწიბურებით და ნევროლოგიური პრობლემებით.
გადაცემის გზები:
- ჰაერწვეთოვანი გზით (ხველით, ცემინებით);
- პირდაპირი კონტაქტით (გამონაყარზე შეხებით);
- მაღალი გადამდებლობა: ინფიცირებული ადამიანის სიახლოვეს მყოფი არავაქცინირებული ან არაინფიცირებული პირების 90% შესაძლოა დაავადდეს.
ინკუბაციური პერიოდი: საშუალოდ 10–21 დღე (ხშირად 14–16 დღე)
ძირითადი სიმპტომები:
- ტემპერატურა (38–39°C);
- საერთო სისუსტე, მადის დაკარგვა;
- ქავილი;
- წითელი გამონაყარი, რომელიც გადადის ბუშტუკოვან ფაზაში და შემდეგ ხმება ქერქად;
- გამონაყარი იწყება სახეზე ან ტანზე და ვრცელდება სხეულზე.
შესაძლო გართულებები:
- ბაქტერიული ინფექციით გართულებული კანის დაზიანებები;
- პნევმონია;
- ენცეფალიტი (ტვინის ანთება);
- კოორდინაციის დარღვევა;
- ფეხმძიმეებში შესაძლებელია მძიმე ზეგავლენა ნაყოფზე.
პრევენცია: ვაქცინაცია არის ყველაზე ეფექტური გზა ჩუტყვავილას თავიდან ასაცილებლად.
გამოიყენება Varivax ვაქცინა.
რეკომენდებული სქემა:
- ვაქცინაცია შესაძლებელია 12 თვის და უფროსი ასაკის პირებისათვის და არის ორჯერადი:
- 12 თვიდან 12 წლამდე პირებში პირველ და მეორე ვაქცინაციას შორის მინიმალური ინტერვალი არის 12 კვირა;
- 13 წლის და უფროსი ასაკის პირებისათვის პირველ და მეორე ვაქცინაციას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 4 კვირას.
ვაქცინაცია რეკომენდებულია 12 თვის და უფროსი ასაკის პირებისთვის ყველა ასაკში, ვინც არ არის ვაქცინირებული ან არ აქვს გადატანილი დაავადება ჩუტყვავილა.
მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა ნიმენრიქსი
მენინგიტი არის თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება, რომელსაც იწვევს სხვადასხვა მიკროორგანიზმი:
- ბაქტერიები:
- Neisseria meningitidis (მენინგოკოკი)
- Streptococcus pneumoniae (პნევმოკოკი)
- Haemophilus influenzae ტიპი b (Hib)
- ვირუსები: ყველაზე გავრცელებული, ნაკლებად სერიოზული
- სოკოები და პარაზიტები: იშვიათია და ძირითადად იმუნოდეფიციტიან პირებში
გადაცემის გზები:
- ჰაერწვეთოვანი გზით (ხველა, ცემინება);
- პირის ღრუსა და ცხვირის სეკრეტებთან კონტაქტით;
- ზოგჯერ დაბინძურებული საკვების ან წყლის მეშვეობით (ვირუსული მენინგიტები).
გადამდებია მხოლოდ ზოგიერთი ტიპი, განსაკუთრებით მენინგოკოკური მენინგიტი
ინკუბაციური პერიოდი:
- ბაქტერიული: 2–10 დღე
- ვირუსული: 3–7 დღე
სიმპტომები, რომელიც შეიძლება განვითარდეს მენინგიტის დროს:
ბავშვებსა და მოზრდილებში:
- მაღალი ტემპერატურა;
- ძლიერი თავის ტკივილი;
- კისრის შებოჭილობა (ვერ ხრიან);
- გულისრევა, ღებინება;
- სიბინდივე, შოკი;
- ფოტოფობია (სინათლის აუტანლობა);
- ძილიანობა, გაბნეულობა ან გონების დაბინდვა.
მენინგიტის შესაძლო გართულებები:
- სმენის დაკარგვა
- გონებრივი განვითარების შეფერხება
- ეპილეფსია
- ტვინის დაზიანება
- ლეტალური გამოსავალი (განსაკუთრებით ბაქტერიული ტიპები)
მენინგიტის პრევენცია:
მენინგიტის ყველაზე ეფექტური პრევენცია - ვაქცინაციაა! მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის მოწოდებული შემდეგი ვაქცინები:
- მენინგოკოკური ვაქცინა (მაგ. ნიმენრიქსი, მენაქტრა);
- Hib ვაქცინა;
- პნევმოკოკური ვაქცინა.
აღსანიშნავია, რომ პნევმოკოკური და Hib ვაქცინები შედის საქართველოს იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში გეგმიური ვაქცინაციის გრაფიკში. ხოლო მენინგოკოკური ვაქცინა, რომელიც გამოიყენება მენინგოკოკური ინფექციების, კერძოდ A,C,W-135 და Y სეროტიპების პრევენციისთვის გამოიყენება კონიუგირებული ვაქცინა ნიმენრიქსი (Nimenrix); იგი გამოიყენება ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში მენინგოკოკური ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
ვაქცინაციის ასაკი და დოზების რაოდენობა
ბავშვები 6 კვირიდან 12 თვემდე:
- დოზები: 2 დოზა;
- შუალედი: მინიმუმ 2 თვე.
ბავშვები 12 თვის ზემოთ, მოზარდები და მოზრდილები:
- დოზები: 1 დოზა საკმარისია;
- საჭიროებისამებრ, შესაძლებელია განმეორებითი დოზა, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ან რევაქცინაციის რეკომენდაციის შემთხვევაში.