სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ზოგიერთი აქტუალური საკითხი
მოგეხსენებათ, რომ ბავშვის მომავალი და ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად უვლით ახალშობილს. ხშირად, გამოუცდელ დედებს არ სიამოვნებთ უფროსების რჩევები და როგორც თავად მიიჩნევენ სწორად, ისე ზრუნავენ საკუთარ შვილებზე. ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ზუსტად უნდა ვიცოდეთ რატომ ტირის, რა შეიძლება მისი ჭირვეულობის მიზეზი იყოს ან რითი უნდა ვკვებოთ და რა დოზით. მშობლებისთვის საინტერესო და საჭირო რეკომენდაციებს, მედისონ ჰოლდინგის პედიატრი, ხათუნა პიტიურიშვილი გვიზიარებს.
რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ბავშვი ბუნებრივ კვებაზე გვყავს?
ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები იშვიათად ხდებიან ავად. მათში იშვიათია სხვადასხვა პათოლოგიის განვითარების რისკი:
სიმსუქნე;
ალერგია;
მუცლის ტკივილი (კოლიკა).
დედის რძე სრულად უზრუნველყოფს ბავშვს როგორც საკვები ნივთიერებებით, ასევე სითხით. ამიტომ პირველი 6 თვის განმავლობაში მას არ სჭირდება სხვა საკვების დამატება (მათ შორის წყლის). თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, თუ რამდენად სრულფასოვანი აქვს დედას კვება. პატარა მაშინ იღებს რძეს საკმარისი რაოდენობით, თუ მას:
კუჭის მოქმედება აქვს მოწესრიგებული;
შარდავს 6-8-ჯერ დღეში;
წონაში იმატებს 150-200 გრამს კვირაში.
ბავშვი ძუძუს მინუმუმ 15 წუთის განმავლობაში უნდა წოვდეს, 5-10 წუთიანი შესვენებით და შემდეგ ისევ 15 წუთი (კვების დამთავრების შემდეგ გვყავს ვერტიკალურ პოზიციაში, რის შემდეგაც ვაწვენთ საწოლში, რომელიც არის თავის მხარეს უფრო ამაღლებული), რადგან დედის სარძევე ჯირკვალი ბოლომდე დაიცალოს და ბავშვმა მიიღოს უკანა რძე, რომელიც გამოირჩევა მაღალი კალორიულობით. უკანა რძე უზრუნველყოფს წონაში სწრაფად მატებას. თუ ბავშვს უჭირს ძუძუს დაცლა, აუცილებლად გამოიწველეთ და კოვზით ან საწოვარათი მიეცით პატარას. 6 თვის შემდეგ ყველა ბავშვს სჭირდება დამატებითი საკვები და სითხე.
6 თვის ასაკიდან რა სახის საკვებს და დანამატს უნდა ვაძლევდეთ ბავშვს?
საკვები დასაწყისში უნდა იყოს რბილი კონსისტენციის, თუ ბავშვი ძუძუს შემდეგ არ იღებს დამატებით საკვებს, მაშინ შესაძლებელია კვება დამატებითი საკვებით დავიწყოთ და შემდეგ ბუნებრივით დავასრულოთ. დამატებითი საკვები პატარას უნდა მივცეთ დღის პირველ ნახევარში (საკვები უნდა მომზადდეს უშუალოდ საკვების მიღების წინ). საკვების მიღებას ვიწყებთ მცირე ულუფებით და თანდათან ვზრდით რაოდენობას. დამატებითი საკვების შეგუების პერიოდი 2 კვირამდეა. დამატებითი საკვები შეიძლება იყოს:
ხილი, ბოსტნეული;
პურეული და მარცვლეული;
რძე და რძის პროდუქტები;
ხორცი, თევზი, კვერცხი და ა. შ.
აუცილებლად შეუზღუდეთ ბავშვს ტკბილეული, მარილიანი, ცხიმიანი, გაზიანი. არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ ბავშვს საკვები!
ხშირად მშობლები ჩქარობენ შვილებისთვის ხილის მიცემას, როგორია თქვენი რეკომენდაცია ამ საკითხთან დაკავშირებით და რა ასაკიდან უნდა ვაჭამოთ პატარას ხილი?
1-წლამდე ბავშვს აუცილებლად უნდა მივცეთ ვაშლი, საშიშია კენკროვანი ხილი, რადგან ხშირ შემთხვევაში ალერგიას იწვევს და მისი მიღების დროს მეტი სიფრთხილეა საჭირო. უმჯობესია ხილი თერმულად დამუშავებული ან კომპოტის სახით მივცეთ. რაც შეეხება ბანანს, მას ჩვენს ქვეყანაში არ აქვს ის ეფექტი, რაც რეალურად უნდა ჰქონდეს. 3 წლამდე თავი შევიკავოთ მარწყვის, ნესვის, საზამთროს მიღებისაგან, რადგან ეს ხილი მიწასთან ახლოს იზრდება და კარგად იწოვს ნიტრატებს და ქიმიკატებს.
შეიძლება თუ არ, რომ ბავშვს მივცეთ თაფლი და თუ კი, მაშინ რა ასაკიდან?
წლამდე ამ პროდუქტის მიღება არ შეიძლება. 1 წლიდან 3 წლამდე შეიძლება გავასინჯოთ თაფლი, მხოლოდ არა სუფთა სახით, არამედ რამოდენიმე წვეთი დავამატოთ წყალს ან საკვებს.
3 წლის სემდეგ შეიძლება მიღება მცირე დოზებით, დაახლოებით 1 სუფრის კოვზი;
6 წლიდან ალერგიის არარსებობის პირობებში ბავშვის მენიუში ხშირად შეგვიძლია თაფლის ჩართვა. დღიური დოზა 3 სუფრის კოვზი გადანაწილებული რამდენიმე მიღებაზე;
9 წლიდან 5 სუფრის კოვზი დღიური დოზა, გადანაწილებული რამდენიმე მიღებაზე.
ზოგჯერ ახალშობილი გამუდმებით ტირის, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
ტირილი არის ბავშვის კომუნიკაციის პირველი საშუალებაა, ერთგვარი კოდია ახალშობილის, ისინი სამყაროს ტირილით ესალმებიან. მათ სჭირდებათ საკვები სიყვარული, კომფორტი. ჩვილი ყველა მოთხოვნას სხვადასხვანაირი ტირილით გამოხატავს. თუ მშობელი დააკვირდება და შეისწავლის მის ტირილს, მალე გაარჩევს როდის, რისთვის ტირის. ზოგჯერ ბავშვმა იცის ისტერიული ტირილი, ეს არის კაპრიზი. 3 თვემდე ასაკში, როდესაც ბავშვი უმიზეზოდ ტირის, მას „საღამოს ტირილს“ ვუწოდებთ, ადრე ამის მიზეზად მიაჩნდათ მუცლის შებერილობა ანუ ნაწლავური დისკომფორტი და მოიხსენიებოდა როგორც „ტირილის 100 დღე“ მოგვიანებით ეს მიზეზი გამოირიცხა და აღმოჩნდა, რომ ეს ტირილი არის დღის განმავლობაში დაგროვილი ემოციები. ამ დროს შვილის დასამშვიდებლად მშობელმა უნდა სცადოს კანით კანთან კონტაქტი, ატაროს ხელით, მიიკრას გულმკერდზე, ჩაეხუტოს გაასეირნოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ტირილი გარდამავალია.
რა არის ტანტრუმი, რომელსაც ხშირად ვხვდებით 1 წლის ზემოთ ასაკში?
ეს არის ემოციების ამოხეთქვა, რომელიც ძირითადად ბრაზით და იმედგაცრუებით არის გამოწვეული. ბავშვმა შეიძლება ამ დროს დაიწყოს ფეხების ბაკუნი, ყვირილი, იატაკზე გაწოლა, ნივთების სროლა, დარტყმა და ა.შ. 2-3 წლის ასაკში ტანტრუმი შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისთვის შემაწუხებელმა რაიმემ, მაგალითად: საშიში მონსტრის სურათმა. ძილის წინ შეიძლება ის მეტად აჟიტირტებული იყოს და დაემართოს ტანტრუმი, რომელიც დაკავშირებულია დღის განმავლობაში მომატებულ შფოთვასთან.
როგორ ვებრძოლოთ ტანტრუმს?
ამ დროს მშობლის ხელშეწყობა სჭირდება ბავშვს. დროთა განმავლობაში, შვილს უნდა ასწავლოთ გრძნობების სათანადო გამოხატვა:
გადაატანინეთ ყურადღება სხვა რამეზე;
ელაპარაკეთ წყნარად და შეეცადეთ დაამშვიდოთ;
განმარტოვდით ბავშვთან ერთად სხვა ოთახში;
შესთავაზეთ ფიზიკური კომფორტი.
ხშირად, ბავშვები ტანტრუმს აწყობენ იმიტომ, რომ არ უნდათ იმის გაკეთება, რაც სთხოვეთ ან უარი უთხარით რამეზე. ამ დროს ბავშვს მშვიდად უთხარით, რომ მისი ეს საქციელი არ მოგეწონათ. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება სახლში უფრო ადვილია, საჯარო სივრცეში შეიძლება ისეთი ადგილის მოძებნა მოგიწიოთ, სადაც დაელოდებით „შტორმის გადავლას“. საჭიროა ასეთი პაციენტის მშობელს მიეცეს შესაბამისი რეკომენდაციები და აღნიშნული ქცევის (ტანტრუმის) აღმოსაფხვრელად შესთავაზოს პედიატრმა, განვითარების და ქცევების შესაფასებლად ექიმთა გუნდის მონაწილეობა, რომელიც შედგება რამდენიმე ექიმისან (ფსიქოლოგი, ლოგოპედი, განვითარების და ქცევის პედაგოგი, ნევროლოგი) ამ ექიმთა გუნდის დროული ჩართულობა ნიშნავს იმ დაძაბულობის დროულ მოხსნას, რაც არსებობს ოჯახში მშობლებსა და ბავშვს შორის.
მნიშვენელოვანია თუ არა აცრა ბავშვისთვის?
ბევრი მშობლისთვის მიუღებელი „უცხო ნივთიერების“ შეყვანა ორგანიზმში. ადამიანების ირგვლივ მრავალი უხილავი მიკრობია, რომლებსაც მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლიათ. ისინი ორგანიზმში სხვასადსხვა გზით იჭრებიან. ვაქცინაცია პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კომპლექსია, რომლის მიზანი მძიმე ინფექციური დაავადებების თავიდან აცილებაა. ვაქცინა წარმოადგენს იმუნობიოლოგიურად აქტიურ პრეპატარტს. მის შემადგენლობაში შედის დახოცილი ან ცოცხალი მიკროორგანიზმები ან მათი ტოქსინები. ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის შემდეგ იწყება იმუნური რეაქციები, რაც საბოლოოდ მიკრობის მიმართ იმუნიტეტის წარმოქმნით სრულდება.
რა ასაკში უნდა ავცრათ ახალშობილი?
ყველა ქვეყანას ვაქცინაციის რეკომენდებული სქემა გააჩნია. ჩვენი ქვეყნის აცრის კალენდრის მიხედვით აცრა სამშობიაროში იწყება და 14 წლის ასაკში სრულდება. ყველა ახალშობილს დედისაგან პლაცენტის საშუალებით დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულები გადაეცემა. ისეთი ინფექციები როგორებიცაა წითელა, წითურა, ყბაყურა და სხვა. ერთ-ერთი ინფექცია, რომელიც შესაძლებელია ადრეული ასაკიდან ბავშვს დაემართოს არის ყივანახველა, ამიტომ ვაქცინაცია 2 თვის ასაკში იწყება.
რა იწვევს ბავშვებში ალერგიას?
ალერგენები ყველგან არიან „ჩასაფრებული“. საკმარისია ბავშვები სახლიდან გავიყვანოთ, ჰაერში მოფარფატე ნამცეცა აგრესორები უმალ თავს დაესხმებიან. ალერგენები მრავალნაირია და სასუნთქი გზების საშუალებით აღწევენ ორგანიზმში, მაგ: მტვრის ტკიპა, ყველგან ბინადრობს, პლედზე, ხალიჩაზე, პლუშის სათამაშოებზე და ა.შ.
ყველაზე ხშირად ალერგიას კატა იწვევს, რადგან მისი ბეწვი ნერწყვით ყველაზე ხშირად სველდება. გარდა ნერწყვისა, ალერგენები ცხოველებს აქვთ ბეწვსა და შარდში. ტარაკანი არამარტო სიბინძურესთან, არამედ ალერგიასთანაც ასოცირდება. ამერიკელმა მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ტარაკნებით სავსე შენობებში მცხოვრებ ბავშვებს ასთმა გაცილებით ხშირად ემართებოდათ.
ალერგიის დამახასიათებელი სიმპტომები
სურდო;
ცხვირცემინება;
ცხვირის ან ყელის ქავილი;
სუნთქვის გაძნელება (ცხვირის გაჭედვა);
ხველა;
თვალის ლორწოვანი გარსის სიწითლე;
ქავილი და ცრემლდენა.
სტატისტიკის თანახმად, ბავშვებს საკვებისმიერი ალერგია აქვთ ისეთ პროდუქტებზე როგორებიცაა: ძროხის რძე, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, თხილეული და ხორბალი. კვებითი ალერგია განსაკუთრებით ერთ წლამდე ბავშვებს აწუხებთ.
1-დან 4-წლამდე ძირითადად კანისმიერი გამოვლინებები გვხვდება. 5 წლიდან უბერტატულ ასაკამდე კი უმთავრესად ზემო და ქვემო სასუნთქი სისტემების ალერგიული დაავადებები აღენიშნებათ. ალერგიის დასადგენად საჭიროა დამატებით ალერგოლოგის კონსულტაცია, რომელიც, სხვადსხვა კვლევებით, დაადგენს ალერგიის გამომწვწვ მიზეზებს, მისცემს შესაბამის დანიშნულებას და ამით თავიდან იქნება აცილებული ის გართულებები, რაც შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ ალერგიას.
რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის მიყვანა ცურვაზე და რა გავლენას ახდენს ცურვა მის განვითარებაზე?
ბავშვის მიყვანა ცურვაზე რეკომენდებულია პატარა ასკიდანვე. მოიგეხსენებათ, ბავშვი მუცლად ყოფნის პერიოდშივე წყალშია და მან ფიზიოლოგიურად იცის ცურვა, ასე ვთქვათ თანდაყოლილი აქვს ეს ნიჭი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფიზიოლოგიური ცურვა სპორტულ ცურვაში გადადის და ბავშვები იწყებენ ცურვის ტექნიკის შესწავლას.ცურვა დადებითად მოქმედებს მთელის ორგანიზმზე და სასარგებლოა ბავშვის ჰარმონიული, ფიზიკური განვითარებისთვის.ცურვა ერთადერთი ვარჯიშია, რომელიც კუნთებს თაან ანვითარებს, ხან ჭიმავს , ხან ადუნებს. ცურვა ამცირებს გულის დაავადებების რისკს, ასეთი ბავშვები იშიათად ხდებიან ავად და აქვთ უფრო კარგი იმუნიტეტი.
ქალაქიდან გასვლისას რას ურჩევდით ახალბედა დედებს? რა საშუალებებით უნდა შეავსონ პირველადი დახმარების სააფთიაქო კალათა?
რა თქმა უნდა, შესაძლებელია პატარას გაყვანა 6 თვემდე ასაკშიც, მაგრამ 1 თვემდე პერიოდში რომელიც არის ნეონატალური, ჩვილი უნდა იმყოფებოდეს იმ გარემოში, სადაც განიცდის ადაპტაციას. ამის შემდეგ, ბავშვის გაყვანა დასასვენებლად შესაძლებელია, მაგრამ უმჯობესია მთის ჰაერი არჩიოთ და ქალაქთან ახლოს იყოთ. არ არის გამორიცხული გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომლის გამოც პატარას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. აუცილებელია კალათში იდოს სიცხის დამწევი პრეპარატი დანარჩენი კი აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს პედიატრთან. ყველა ბავშვი არის პიროვნება, მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის უნარით. ზოგს კუჭ-ნაწლავის პრობლემა აწუხებს ზოგს ალერგიის და ა.შ.
ასე რომ, გაითვალისწინეთ თქვენი პედიატრის რჩევები, რადგან ასე თქვენ გაზრდით და აღზრდით ჯანსაღ, საღად მოაზროვნე და წინააღმდეგობების გადამლახავ, თვითრიალიზებულ მომავალ თაობას, რომელზეც იქნება დაფუძნებული ჩვენი ქვეყნის მომავალი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
მედისონის ქსელი გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ სერვისს, ოჯახის ექიმის და სპეციალისტების
კონსულტაციებს, ყველა სისტემის ექოსკოპიურ კვლევებს, ლაბორატორიული და ბაქტერიოლოგიური
ანალიზების სრულ სპექტრს, ენდოსკოპიურ კვლევებს.
კითხვა-პასუხი
კონფიდენციალურობა
წესები და პირობები
Cookie
©2024 მედისონი. ყველა უფლება დაცულია