(032) 2 47 06 06

info@medison.ge

მედისონ ჰოლდინგის ბლოგი

ვარჯიში ორსულობის დროს - სასარგებლოა თუ მავნებელი?

როგორც მრავალწლიანმა პრაქტიკამ გვაჩვენა, უმოძრობა და ფიზიკური პასიურობა ორსულებში იწვევს რიგ პრობლემებს, როგორიცაა ნაწლავების ფუნქციის დარღვევა, ჭარბწონიანობა, მშობიარობის გართულება და სხვა. თუმცა ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა ორსულობის დროს ასევე საზიანოა, როგორც ორსულისთვის, ისევე ნაყოფის განვითარებისათვის. თუ თქვენ ორსულობამდეც აქტიურად იყავით სპორტით დაკავებული და ხშირად ვარჯიშობდით, ორსულობაში ზედმეტი გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია დატვირთვა 70%-60% - მდე შეამციროთ.

იმისათვის, რომ გაიგოთ შეიძლება თუ არა თქვენთვის ვარჯიში, უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც კონკრეტულად თქვენს მდგომარეობას შეაფასებს და მოგცემთ თქვენი ორსულობის მდგომარეობაზე მორგებულ რეკომენდაციებს.

 

ორსულობაში ვარჯიშის უკუჩვენებაა:

  • სისხლძარღვების მწვავე დაავადები;

  • ინფექციური დაავადებები;

  • შინაგანი ორგანოების მწვავე დაავადებები;

  • ტუბერკულიოზი;

  • სასქესო ორგანოებისა და სისტემის დაავადებები;

  • მძიმე ტოქსიკოზი;

  • ჭარბწყლიანობა;

  • სისხლდება საშოდან;

  • ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზია;

  • ნაყოფის განვითარების დარღვევები.

 

არსებობს საერთო წესები, რომელიც ყველა ორსულმა უნდა გაითვალისწინოს ზედმეტი გადატვირთვისა და არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად.

  • ორსულობის პირველი 3-4 თვის განმავლობაში, განსაკუთრებიღ თვის იმ დღეებში, რომელშიც ქალს მენსტრუალური ციკლი უნდა ჰქონოდა, დაუშვებელია ფიზიკური დაძაბულობა და ინტენსიური ვარჯიში;

  • არ ღირს ყველა კომპლექსური ვარჯიშის ერთდროულად შესრულება;

  • ორსულობაში ვარჯიშისას, განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა ადგეთ და დაწვეთ.

  • მეოთხე თვის შემდეგ უმჯობესია ვარჯიშისა და დასვენების დროს დიდი ხნის განმავლობაში არ იწვეთ ზურგზე;

  • თუ ვარჯიშის დროს ორსულს აღენიშნება თავბრუსხვევა, ტკივილი მუცლის არეში ან ნებისმიერი სახის გამონადენი, აუცილებელია ვარჯიშის დაუყონებლივ შეწყვეტა და ექიმთან ვიზიტი.