მედისონ ჰოლდინგის ბლოგი

წითელა - დიაგნოსტირება და მკურნალობა

წითელას ვაქცინაცია მედისონში - დაიცავი შენი და შენი გარშემო მყოფების ჯანმრთელობა!

იცოდით, რომ წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსული ინფექციაა? წითელამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით ბავშვებში.

ქალები, რომლებსაც იმუნიტეტი არ აქვთ და ორსულობის დროს წითელათი დაავადდნენ, იმყოფებიან აბორტის, ნაადრევი მშობიარობის და მცირეწონიანი ბავშვების დაბადების რისკის ქვეშ.

თუმცა, არსებობს მარტივი და ეფექტური გზა მისგან თავის დასაცავად!

რა არის წითელას ყველაზე ეფექტური პრევენცია და რა უნდა ვიცოდეთ წითელას შესახებ?

-ვაქცინაცია! წითელას, წითურასა და ყბაყურას (MMR) კომბინირებული ვაქცინა უსაფრთხო და მაღალეფექტური საშუალებაა.

რატომ უნდა ავიცრათ?

  • თავს დაიცავთ ინფექციისგან - ვაქცინა ხელს უწყობს იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, რაც გიცავთ დაავადებისგან.
  • დაიცავთ თქვენს ახლობლებს - ვაქცინაციით ჩვენქმნით "კოლექტიურ იმუნიტეტს", რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ვაქცინის გაკეთება არ შეუძლია (მაგალითად, ჩვილები ან იმუნოდეფიციტის მქონე პირები).
  • თავიდან აიცილებთ სერიოზულ გართულებებს - წითელამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, ენცეფალიტი (ტვინის ანთება) და სიკვდილიც კი.

როდის ავიცრათ წითელაზე?

ჩვეულებრივ, წითელას ვაქცინაცია ტარდება ორ ეტაპად:

  • პირველი დოზა: 12 თვის ასაკში
  • მეორე დოზა: 5 წლის ასაკში

თუ ბავშვობაში არ აცრილხართ ან არ იცით თქვენი ვაქცინაციის სტატუსი და ხართ 18 წლის და უფროსი ასაკის მიმართეთ ექიმს, ჩაიტარეთ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ერთი დოზა.

გახსოვდეთ: ვაქცინაცია არა მხოლოდ პირადი, არამედ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა!


წითელას ვაქცინის ორი დოზა საკმარისია მისი პრევენციისთვის!

დაიცავით თქვენი ბავშვი წითელასგან!

  1. წითელა ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გადამდები დაავადებაა.
  2. ინფიცირებულ პირთან კონტაქტის დროს იმუნიტეტის არმქონე ათიდან 9 ადამიანი ინფიცირდება წითელათი.
  3. წითელას სერიოზული ავადობის გამოწვევა შეუძლია. ინფიცირებული ხუთი ბავშვიდან ერთს შეიძლება ისეთი მძიმე გართულებები განუვითარდეს, როგორიცაა:
    •  ენცეფალიტი,
    • მწვავე დიარეა და გაუწყლოება,
    • სიბრმავე,
    • სიყრუე და
    • პნევმონია.

წითელას ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

    •  გამონაყარი ჯერ სახეზე, შემდეგ სხეულზე
    • ცხელება
    • თვალების სიწითლე და ცრემლიანობა
    • სურდო
    • პატარა თეთრი ლაქები ლოყების შიდა მხარეს
    • ხველა
  1. გაესაუბრეთ ექიმს და გაიგეთ, როდის უწევს ბავშვს ვაქცინის მიღება.
    • პირველი დოზით ვაქცინაცია უნდა მოხდეს 12 თვის ასაკში,
    • ხოლო მეორე დოზით - 5 წლის ასაკში.
  2. თუ ბავშვმა გამოტოვა რომელიმე დოზა, ეს ნიშნავს რომ ის დაუცველია დაავადებების წინააღმდეგ. დანიშნეთ ექიმთან ვიზიტი, რათა ბავშვმა გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება მალე მიიღოს.

 

წითელას შეჩერების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა!

მოდი მედისონში, გადაამოწმეთ თქვენი და თქვენი შვილის ვაქცინაციის სტატუსი და თქვენი ოჯახის ექიმი დაგიგეგმავთ ვაქცინაციის კურსს!

წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით (32) 2 47 06 06

არ გადადო ხვალისთვის, იყავი ჯანმრთელი დღეს!