სამედიცინო სიახლეები მედისონ ჰოლდინგისგან

სტრატეგიული პარტნიორობა მედისონ ჰოლდინგსა და VITA ჯანდაცვის ბარათს შორის

 

 მედისონ ჰოლდინგისა და VITA ჯანდაცვის ბარათის თანამშრომლობა მიზნად ისახავს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას საქართველოში.

 ეს პარტნიორობა აერთიანებს ორივე ორგანიზაციის საერთო მისიას: უფრო ინკლუზიური და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისებითა და  ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროაქტიული კულტურის შექმნით, გაუმჯობესდეს საზოგადოების ზოგადი კეთილდღეობ.

 

მედისონ ჰოლდინგი

მედისონ ჰოლდინგი არის საქართველოში ერთერთი ლიდერი კლინიკა ამბულატორიულ მომსახურებებში.

მედისონი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ამბულატორიული კლინიკების ქსელს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით.

მედისონი ზრუნავს დაავადებების პრევენციასა და დროულ დიაგნოსტიკაზე.                                                  

თბილისში არსებული ფილიალებიმუხიანში, საბურთალოზე და ვარკეთილში - უზრუნველყოფს პაციენტების სრულფასოვან დიაგნოსტიკურ და სამედიცინო მომსახურებას.

VITA ჯანდავის ბარათთან ერთად, მედისონ ჰოლდნგის გუნდი ერთიანდება ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნის გარშემო.

 

VITA ჯანდაცვის ბარათი

 VITA ჯანდაცვის ბარათი არის ახალი, ვირტუალური პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს 50%-მდე ფასდაკლებებს 215-ზე მეტი კლინიკისა და აფთიაქების ქსელის მომსახურებასა და პროდუქტებზე.

VITA- საშუალებით, ადამიანები იღებენ მრავალფეროვან სერვისებს ფიზიკური, მენტალური და ესთეტიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის ულიმიტოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით და გააქტიურებისთვის მოცდის პერიოდის გარეშე.

 გარდა კლინიკების მომსახურებისა, VITA მომხმარებელს სთავაზობს 50%-მდე ფასდაკლებებს აფთიაქების ქსელში - მედიკამენტებზე, ვიტამინებსა და საკვებ დანამატებზე, სახის, სხეულის, პირის ღრუს და თმის მოვლის ბრენდებზე.

საცალო მოხმარების მიღმა, VITA- ბარათი ხელმისაწვდომია კორპორატიული ბენეფიტის სახითაც, რაც კომპანიებს ეხმარება იზრუნონ თანამშრომლებზე და შექმნან უფრო ჯანსაღი სამუშაო გარემო.

 მედისონის კლინიკური გამოცდილება და ფართო ქსელი ახლა ხელმისაწვდომია VITA- მომხმარებლებისთვის ექსკლუზიური ფასდაკლებით, რაც ხელს უწყობს უფრო ხშირი ვიზიტების და ჯანმრთელობაზე პრევენციული ზრუნვის წახალისებას.

ფასდაკლებების სანახავად ეწვიეთ მოცემულ ბმულს

ამავდროულად, VITA აფართოვებს მედისონის ფართო საზოგადოებისთვის ხილვადობას და ზრდის მისი პაციენტების რაოდენობას, რაც აძლიერებს მის როლს, ჯანდაცვის სერვისების წამყვანი მიმწოდებლის რანგში.

ერთობლივი ძალისხმევით, ორივე ორგანიზაცია ქმნის ახალ სტანდარტს ჯანდაცვაში, რაც მაღალი ხარისხის მომსახურებას თანადროულად უფრო ხელმისაწვდომსაც ხდის.