ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის და სილამაზის ფორმულა მედისონში - ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, ბუსტერი
თანამედროვე, მაღალი ხარისხის ინექციური დერმატო-კოსმეტოლოგიური პროცედურები მედისონის ვარკეთილის ფილიალში
კანის სწორი მოვლა თქვენი ჯანმრთელობის და სილამაზის გარანტიაა. მედისონ ჰოლდინგის ვარკეთილის ფილიალში ამოქმედდა ახალი სერვისი, რომელიც სახისა და თმის კანის მოვლის თანამედროვე, საუკეთესო და უსაფრთხო მეთოდია ქირურგიული ჩარევის გარეშე.
სამკურნალო და დერმატო-კოსმეტოლოგიური ინექციური პროცედურები შვეიცარული და იტალიური წარმოების, პრემიუმ ხარისხის პრეპარატებით გაუხანგრძლივებს სახის კანს ახალგაზრდულ სიმტკიცეს და აღადგენს თქვენი თმის სტრუქტურას.
მეზოთერაპია
მეზოთერაპია წარმოადგენს კანისა და კანქვეშა ქსოვილების მკურნალობის მეთოდს.
ინექციური პროცედურა რეკომენდებულია შემდეგი ჩვენებების შემთხვევაში:
აკნე, პოსტაკნე;
კანის დაბერება, ნაოჭები, დაკიდებული ღაბაბი;
პიგმენტური ლაქები;
თმის ცვენა, ალოპეცია;
ცელულიტის და ზედმეტი ცხიმი;
თვალების ირგვლივ შავი წრეების არსებობა.
პროცედურის დროს კანში შეჰყავთ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით გაჯერებული კოქტეილი: ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავა და ანტიოქსიდანტი. შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა და ზედაპირული ნაოჭების კორექცია.
ბიორევიტალიზაცია
ბიორევიტალიზაცია არის უსაფრთხო, ეფექტური და არაქირურგიული გაახალგაზრდავების თანამედროვე მეთოდი.
მაღალი კონცენტრაციის ჰიალურონის მჟავის საფუძველზე შექმნილი ხანგრძლივი მოქმედების ბიორევიტალიზანტი აძლიერებს კოლაგენის და ელასტინის სინთეზს, ,რომელიც უზრუნველყოფს კანის სიმკვრივეს, ელასტიურობას და ბუნებრივ სიჯანსაღეს.
ბიორევიტალიზაციის ჩვენება:
კანის ელასტიურობის დაკარგვა და დაბერების ადრეული ნიშნები;
კანის სიმშრალე, დეჰიდრატაცია;
ნაწიბურები;
თვალის ირგვლივ შავი წრეები და ზედაპირული ნაოჭები;
სახის არამკვეთრი კონტური;
დაკიდებული ღაბაბი და მოშვებული ლოყები;
ფორების გაფართოება.
ბუსტერი
თანამედროვე სიტყვა დერმატო-კოსმეტოლოგიაში. იგი არის უნიკალური ტექნოლოგიის მქონე მაღალკონცენტრირებული ამაჩქარებელი, რომელიც უზრუნველყოფს კანის გაძლიერებას და სიჯანსაღეს.
მედისონი გთავაზობთ უნიკალურ, დაპატენტებულ CHAC ტექნოლოგიის მქონე 4 პოზიციას, რომელიც შედგება: არაჯვარედინი ჰიალურონის მჟავისგან, ამინომჟავებისა და ვიტამინებისგან. აქტიური ინგრედიენტები ზუსტად არის შერჩეული კანის თანდაყოლილი ფიზიოლოგიის გათვალისწინებით.
სელბუსტერ კომპლექსებს აქვთ მორგებული ფორმულების უპირატესობა, რომლებიც აძლიერებენ მოლეკულურ სტაბილურობას და იწვევს შესამჩნევად ხანგრძლივ შედეგს.
ბუსტერი სიბერის საწინააღმდეგოდ
სტაბილიზებული ჰიალურონის მჟავა, გაჯერებული ამინომჟავებითა და ვიტამინებით. ეს პროდუქტი შექმნილია დაბერების ნიშნების შესამსუბუქებლად რბილი ქსოვილების შევსებით, ოქსიდაციური სტრესის თავიდან აცილებით და კანის ღრმა დატენიანებით. იგი ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და უჯრედების კვებას.
ბუსტერი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ
ეს პროდუქტი შექმნილია ფოლიკულების გასაძლიერებლად, თმის ზრდის სტიმულირებისთვის და სისხლის მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად. აღადგენს სკალპის და თმის ღერის სტრუქტურას, აფერხებს თმის ცვენას.
ბუსტერი კანის ჰიდრატაციისთვის
სტაბილიზებული ჰიალურონის მჟავა ამინომჟავებით და ვიტამინებით. ამ პროდუქტის ფორმულა, რომელიც სპეციალურად შექმნილია კანის კვების, დატენიანებისა და ღრმა ჰიდრატაციისთვის, ეხმარება ჰიპერპიგმენტაციის შემცირებაში და ოქსიდაციური სტრესის თავიდან აცილებაში. ის აღადგენს კანის სტრუქტურულ მთლიანობას, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ამცირებს კერატოზის გამოვლინებებს.
ბუსტერი ცხიმის შესამცირებლად
ეს პროდუქტი შექმნილია ადგილობრივი ცხიმის შესამცირებლად და შედგება სტაბილიზებული ჰიალურონის მჟავა C ვიტამინის და L-კარნიტინსგან. იგი ამცირებს ტენიანობის შეწოვასა და შეშუპებას, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და კანის დატენიანებას.
კანის სამკურნალო პროცედურებით სარგებლობა შეგიძლიათ მედისონ ჰოლდინგის ვარკეთილის ფილიალში, მისამართზე: კალოუბნის ქ. 12.
წინასწარ ჩასაწერად შეგიძლიათ დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე (32) 2 47 06 06
გისურვებთ ჯანმრთელობას!
მედისონის ქსელი გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ სერვისს, ოჯახის ექიმის და სპეციალისტების
კონსულტაციებს, ყველა სისტემის ექოსკოპიურ კვლევებს, ლაბორატორიული და ბაქტერიოლოგიური
ანალიზების სრულ სპექტრს, ენდოსკოპიურ კვლევებს.