19 ოქტომბერს, მედისონ ჰოლდინგმა და მმედი22-მა, გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე, საკუთარ თანამშრომლებს ერთწლიანი შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს კლინიკა მმედის რთული და განსაკუთრებით საყურადღებო პედიატრიული შემთხვევები, ასევე გაგვიზიარეს ინფორმაცია მედისონ ჰოლდინგში განახლებული ინფრასტრუქტურისა და ახლად დანერგილი სერვისების შესახებ.
საამაყო და სასიამოვნოა ფაქტი, რომ სამედიცინო პრაქტიკაში არსებული რთული შემთხვევების 100% პაციენტებისათვის სასიკეთო შედეგით დასრულდა.
მედისონ ჰოლდინგი და მმედი22 განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის მთავარი მიზანიც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების უწყვეტი მიწოდებაა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
მედისონის ქსელი გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ სერვისს, ოჯახის ექიმის და სპეციალისტების
კონსულტაციებს, ყველა სისტემის ექოსკოპიურ კვლევებს, ლაბორატორიული და ბაქტერიოლოგიური
ანალიზების სრულ სპექტრს, ენდოსკოპიურ კვლევებს.