სამედიცინო სიახლეები მედისონ ჰოლდინგისგან

მედისონის ვარკეთილის ფილიალში ახალი სერვისი დაინერგა! ამიერიდან, შეგიძლიათ ჩვენთან ჩაიტაროთ კინეზოთერაპიის კურსი და გათავისუფლდეთ ტკივილისგან მედიკამენტური მკურნალობის გარეშე.

 

კინეზოთერაპია მკურნალობის დამოუკიდებელი საშუალებაა, რომელიც გულისხმობს სამკურნალო ვარჯიშის გამოყენებას. მას ძალიან დიდი როლი აკისრია პაციენტის ორგანიზმის გაჯანსაღებასა და მკურნალობაში.

 

კინეზოთერაპიული მეთოდით მკურნალობენ შემდეგ დიაგნოზებს:

 

  • სქოლიოზი;

  • კიფოზი;

  • ლორდოზი;

  • ხერხემლის თიაქარი;

  • კუნთების ჰიპერტროფია პოსტოპერაციულ პერიოდში;

  • სახსრების კონტრაქტურა (მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილი სახსარში);

  • წელის ტკივილი;

  • კუნთების ტკივილი.

 

მკურნალობის 5 დადებითი შედეგი:

 

  1. კუნთის ძალის და გამძლეობის მატება;

  2. მოძრაობის სიფართის გაზრდა;

  3. თავისუფლად მოძრაობის უნარის დაბრუნება;

  4. ტკივილის გაქრობა;

  5. კუნთის სპაზმის მოხსნა

 

კინეზოთერაპიის კურსით შეგიძლიათ ისარგებლოთ მედისონის ვარკეთილის ფილიალში.

წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით (32) 2 47 06 06

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!