22ნოე
2018
საზონური გრიპი ბავშვებში


სეზონური გრიპი, შამოდგომა- ზამთრის პერიოდში ბავშვების ხშირი ავადობა -  ეს არის პრობლემა რომელიც თითქმის ყველა მშობელს აწუხებს!

 

რა უნდა ვიცოდეთ სეზონური გრიპის შესახებ?

 

გთავაზობთ ბლოგს, რომელშიც მედისონის ამბულატორიული ქსელის პედიატრი, ბავშვებში სეზონური გრიპის განვითარებაზე, პრევენციასა და მკურნალობაზე ისაუბრებს.

კითხვებზე გვპასუხობს ექიმი პედიატრი ლიკა ბიწკინაშვილი

 

 1. რა არის სეზონური გრიპი?

სეზონური გრიპი, გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა. იგი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს.

 

 2. რა სიმპტომები აქვთ გრიპით დაავადებულ ბავშვებს?

ბავშვებში გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობით. უბრალო გაციებისგან განსხვავებით გრიპი მწვავედ იწყება. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, ცხელება >38 0C , ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში;

 

 

3. როგორ ვრცელდება სეზონური გრიპი ბავშვებში ?

ბავშვზე გრიპის გადაეცემა ხდება  ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით.

 

4. აქვს თუ არა გრიპს გართულებები ბავშვებში ?

გრიპის გართულებებია:

 

  • პნევმონია (ფილტვების ანთება) ‐ ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ჰიპოქსია, ციანოზი;
  • დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (გონების დაკარგვა ან დაბინდვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კუნთების მკვეთრი სისუსტე ან დამბლა).
  • ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია);
  • თანმხლები დაავადებების გართულება (მაგ:გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასთმა და დიაბეტი);
  • ბავშვებში ყურის ინფექციები, სინუსიტები. ჩვილ ბავშვებს გრიპის დროს შესაძლოა განუვითარდეთ ფებრილური კრუნჩხვები, ცრუ კრუპის სინდრომი.

 

 5. შესაძლებელია გრიპის მკურნალობა ბავშვებში ?

დიახ, არსებობს სიმპტომური მკურნალობა, რომელიც უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. გახსოვდეთ!

 

 

თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით თუ სხვა პრეპარატებით კატეგორიულად მიუღებელია!

 

6. გრიპით დაავადებულთან კონტაქტის შემდგომ რამდენ ხანში შეიძლება გამოვლინდეს დაავადება?

გრიპის სიმპტომების გამოვლენა ჩვეულებრივ იწყება ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 1-4 დღის შემდგომ, საშუალოდ 2 დღის განმავლობაში.

 

7. რამდენ ხანს არის გადამდები გრიპით დაავადებული ბავში?

 უმეტესწილად გრიპის მქონე ბავშვები გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან კიდევ 5-7 დღის (ზოგჯერ – მეტიც) განმავლობაში. ბავშვები ჩვეულებრივ 7 დღეზე მეტ ხანს არიან გადამდებები.

 

 8. რამდენად სწრაფია გამოჯანმრთელება გრიპის შემთხვევაში?

 გართულებების გარეშე მიმდინარეობისას 1‐4 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება და მე‐7‐10 დღიდან იწყება გამოჯანსაღება. გადატანილი ინფექციის შემდეგ 14‐20 დღის განმავლობაში შესაძლებელია დარჩეს სასუნთქი გზების გაღიზიანება. ვლინდება ხველა, სისუსტე, გაღიზიანება (ასთენიური სინდრომი).

 

 

 9. არსებობს თუ არა გრიპის საწინააღმდეგო აცრა?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად ითვლება გრიპის

საწინააღმდეგო ვაქციანაცია. საქართველოში დარეგისტრირებული ვაქცინები არის 3 კომპონენტიანი და იცავენ 3 ტიპის, ყველაზე გავრცელებული ვირუსებისაგან (2 ტიპის ინფლუენზა A ვირუსი და 1 ტიპის ინფლუენზა B ვირუსი).

 

 10. როდის ავცრათ ბავშვი ?

 იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა ჩაიტაროთ გრიპის სეზონის დაწყებამდე, საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი.

 

 11. რამდენად უსაფრთხოა გრიპის ვაქცინა?

 გრიპის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროდუქტია, რომლითაც ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ას მილიონ ადამიანზე მეტი იქნა აცრილი გართულებების გარეშე.

 

12. არის თუ არა შესაძლებლობა, ვაქცინამ გრიპი გამოიწვიოს, თუნდაც მსუბუქი ფორმით?

 არა. გრიპის ვაქცინა ვერ გამოიწვევს დაავადებას, ვინაიდან წარმოადგენს ვირუსის ინაქტივირებულ სახეცვლილ ფორმას, რომელსაც შეუძლია მხოლოდ იმუნიტეტის გამომუშავება.

 

 13.  როგორ დავიცვათ ბავშვი გრიპისაგან და მასთან დაკავშირებული გართულებებისაგან?

 გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია!

  გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.