10თებ
2020
რა არის კორონავირუსი?


რა არის კორონავირუსი?

კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების დიდ ოჯახს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნაკლებადმძიმე დაავადება, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება და სხვა უფრო მძიმე დაავადებები, როგორიცაა MERS-CoV და SARS-CoV.

რა არის ახალი კორონავირუსი?

ახალი კორონავირუსი არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომელის იდენტიფიცირებაც აქამდე ადამიანში არ მომხდარა.

შესაძლებელია თუ არა ცხოველური წყაროდან ადამიანის დაინფიცირება ახალი კორონავირუსით?

დეტალურმა კვლევამ აჩვენა, რომ SARS-CoV- ის გადაცემა ადამიანზე მოხდა კატისებრებიდან ხოლო MERS-CoV-ის შინაური აქლემისგან. რამდენიმე ცნობილი კორონავირუსი ცირკულირებს ცხოველებში, თუმცა მათ მიერ ადამიანთა დაინფიცირების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა. გამომდინარე იქიდან რომ მსოფლიოში ზედამხედველობა ძლიერდება შესაძლებელია გამოვლინდეს ახალი კორონავირუსები.

რა არის კორონავირუსის სიმპტომები?

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება.  თუმცა, დამოკიდებულია კორონავირუსის ტიპზე. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.

გადაეცემა თუ არა კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს?

დიახ, ზოგიერთი კორონავირუსი შესაძლოა გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ, მაგალითად საყოფაცხოვრებო, სამუშაო ან სამედიცინო დაწესებულებებში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით რამოდენიმე შემთხვევაში დადასტურდა ახალი კორონავირუსის ადამიანიდან ადამიზნზე გადაცემის შემთხვევა.

 

რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ საკუთარი თავი?

სტანდარტული რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოიცავს:

  • რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისაგან თავის არიდება;
  • ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი;
  • თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ფერმებთან და/ან გარეულ ცხოველებთან;
  • რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან ხველის ეტიკეტი.