27აპრ
2018
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები - ენდემური ჩიყვი


ენდემური ჩიყვს - ანუ ფარისებრი ჯირკვალის გადიდებს, ორგანიზმში იოდის ნაკლებობა იწვევს. ჯანმრთელ ადამიანებში, ფარისებრი ჯირკვლის ზომა არ აღემატება ქალებში 20 და კაცებში 25 სანტიმეტრს.

ენდემიური ჩიყვის სიმპრომები დამოკიდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებასა და თირეოტროპული ჰორმონის გამოყოფაზე.

 

 

დაავადების ადრეულ ეტაპზე ვლინდება სიმპტომები:

  • საერთო სისუსტე;
  • უგუნებობა;
  • სწრაფად დაღლა;
  • დისკომფორტი გულის არეში;
  • თავის ტკივილი;
  • თმის ცვენა.

 

ფარისებრი ჯირკვლის შემდგომი ზრდის ეტაპზე ვლინდება სიმპტომები:

  • ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება;
  • მშრალი ხველა;
  • მოგუდვის შეგძნება;
  • დისკომფორტი და მოჭერის შეგრძნება კისრის არეში.

 

 

იოდის დეფიციტი და შესაბამისად ჩიყვის გამომწვევი მიზეზებია:

  • იოდის მცირე შემცველობა გარემოსა და სასმელ წყალში.
  • არადაბალანსებული კვება - თევზის, რძის პროდუქტების, ბურრულეულის იშვიათი მიღება.
  • სისტემატიურად მიღება გარკვეული პრეპარატების, რომელბიც იოდის ათვისებას ბლოკავს.
  • გენეტიკური ფაქტორი.

 

 

პროფილაქტიკა

საპროფილაქტიკოდ ენდემური ჩიყვის თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია საკვებში იოდირებული მარილის გამოყენება, მნიშვნელოვანია მარილი საკვების მომზადების შემდეგ დავამატოთ, რათა შევინარჩუნოთ იოდის მიკროელემენტები.

ასევე აუცილებელია კვების რაციონი ხშირად შედიოდეს ზღვის და რძის პროდუქტები, წიწიბურა, შვრია, კაკალი, ხურმა და სხვა იოდით მდიდარი საკვები.