13თებ
2018
ფარინგიტი - გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები
2018
ფარინგიტი არის ხახის უკანა კედლის ანთება. მისი მთავარი გმომწვევი მიზეზია: ცივი ან დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა, ქიმიური ნივთიერების ზემოქმედება (სპირტი, თამბაქო).
ფარინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია ვირუსი (40%) და ბაქტერია (30%).
ფარინგიტის გამომწვევი ძირითადი ვირუსებია:
- ადენოვირუსი;
- რინოვირუსი;
- კორონავირუსი;
- ექოვირუსი;
- კოკსაკის ვირუსი;
- გრიპის ვირუსი;
- პარაგრიპის ვირუსი
შედარებით იშვიათია:
- ეპშტეინ-ბარის ვირუსი;
- ციტომეგალოვირუსი;
- მარტივი ჰერპესის ვირუსი.
სიმპტომები:
კლინიკური ნიშნები:
- ყელის სიმშრალე;
- ყლაპვის გაძნელება;
- სხეულის ტემპერატურა ნორმალურია ან 37,7C°-მდე ადის.
ქრონიკული ფარინგიტი კლინიკური სურათის მიხედვით შეიძლება იყოს: მარტივი, ჰიპერტროფიული და ატროფიული. ქრონიკული ფარინგიტის ძირითადი მიზეზებია: ხახის განმეორებითი მწვავე დაავადებები, სასის ტონზილების, ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ქრონიკული დაავადებები, თამბაქოს მწეველებში ხახის ლორწოვანის ხანგრძლივი გაღიზიანება, სპირტიანი სასმელების ხშირი მოხმარება, მომწამლავი აირების, მტვრის