პოლინოზი კლასიკური ალერგიული დაავადებაა, რომლის საფუძველი სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქციაა. დაავადება უძველესი დროიდანაა ცნობილი და უწოდებენ ყვავილის მტვრის ალერგიას. მას „თივის ცხელების“ სახელითაც მოიხსენიებდნენ, რაც არასწორია, რადგან გამომწვევი თივა კი არა, ყვავილის მტვერია.
პოლინოზისთვის დამახასიათებელია თვალების და სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების, კანის მწვავე ალერგიული ანთება და სხვადასხვა ტიპის რეაქციები. ზოგჯერ, პროცესში ერთვება საჭმლის მომნელებელი, გულ-სისლძარღვთა, შარდ-სასქესო და ნერვული სისტემებიც კი.
დაავადებისთვის დამახასიათებელია ყოველწლიურად განსაზღვრულ ერთსა და იმავე დროს, სეზონურად გამოვლენილი მეტნაკლებად განმეორებითი სიმპტომები. მისი ყველაზე ხშირი გამოვლენა ალერგიული რინიტია 95-98%, კონიუქტივიტი 91-95%, მცენარის მტვრისმიერი ბრონქული ასთმა 30-40%.
სეზონური ალერგია ეს არის მომატებული მგრძნობელობა მცენარეულ მტვერზე, რომელსაც ჩვენი იმუნური სისტემა გადაჭარბებულად პასუხობს,
სავარაუდოდ, გაქვთ მცენარის მტვრის მიმართ ალერგია (პოლინოზი) თუ გაწუხებთ:
ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება;
სერიოზული გამონადენი ცხვირიდან;
ცხვირ-სახის ქავილი;
თვალების ქავილი;
ცრემლდენა;
თვალების სიწითლე და სინათლის შიში;
ქოშინი და მსტვენავი სუნთქვა თებერვლიდან ნოემბრის თვემდე პერიოდში.
ზემოთ აღნიშნული სიმპტომები არის ყველაზე ხშირი გამოვლინებები სეზონური ალერგიის, თუმცა ამ ჩამონათვალს შეიძლება დაემატოს ურტიკარიაც, გამონაყარი კანზე და ქავილის შეგრძნებაც.
პოლინოზით ადამიანი შეიძლება დაავადდეს ნებისმიერ ასაკში.
ალერგიული რინო - კონიუქტივიტი
ალერგიული რინიტი ან ალერგიული რინოსინუსიტი ხასიათდება შეტევითი ხასიათის ცემინებით, ცხვირიდან წყლისებური გამონადენითა და ცხვირის გაჭედვით. თუ ინფექციურ-ალერგიული ფორმაა, მაშინ გამონადენის ფერი მოყვითალო ხდება. ასევე ხშირად ახასიათებს თვალებისა და ცხვირ-ხახის ქავილი, ხველა, გაღიზიანებადობა და დაღლილობის შეგრძნება არასაკმარისი ჟანგბადის ათვისების გამო.
ალერგიული რინიტი მნიშვნელოვნად ცვლის პაციენტის სოციალურ ყოფას, იწვევს ძილის დარღვევებს, გავლენას ახდენს სწავლისა და მუშაობის ხარისხზე.
ბოლო წლებში შეინიშნება ალერგიული რინიტის მქონე პაციენტთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა. დღეს, იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და მოსახლეობის 10-30%-ში გვხვდება.
ალერგიული რინიტის სიმპტომები:
შეტევითი ხასიათის ცემინება, რომელიც, ინტენსიურია დილით გაღვიძებისას;
წყლისებური გამონადენი ცხვირიდან;
ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
ცხვირის გაჭედვა;
ცხვირის, თვალისა და ხახის ქავილი;
გაღიზიანებადობა;
დაღლილობის შეგრძნება.
შრომისუნარიანობის შემცირება;
დეპრესია.
ალერგიული რინიტი მნიშვნელოვნად ცვლის პაციენტის სოციალურ ყოფას, იწვევს ძილის დარღვევებს, გავლენას ახდენს სწავლისა და ასევე მუშაობის ხარისხზე.
იმის მიხედვით, თუ როგორი გავლენა აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, განარჩევენ მსუბუქ, საშუალო და მძიმე მიმდინარეობას.
ალერგიული რინიტი უფრო სეზონური ხასიათისაა, უპირატესად ვითარდება გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდებში და მისი გამწვავება ემთხვევა გარკვეულ მცენარეთა ყვავილობის პერიოდს. ქრონიკული (მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე) ალერგიული რინიტი შეიძლება გამოწვეული იყოს,როგორც სხვადასხვა მცენარეთა ყვავილის მტვრით, ასევე საყოფაცხოვრებო და ეპიდერმალური ალერგენებით, უფრო ხშირად - „ოთახის მტვრით“.
ალერგიის დიაგნოსტირების მიზნით ტარდება შემდეგი ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები:
სისხლის საერთო ანალიზი;
სისხლში იმუნოგლობულინ IGE - ს განსაზღვრა;
ცხვირიდან ნაცხი ეოზინოფილებზე;
ალერგიული ტესტირება გამომწვევის დასადგენად;
კომპიუტეტული სპირომეტრიული კვლევა.
ცხვირიდან, ყურიდან, თვალიდან ნაცხის ციტოლოგია ეოზინოფილიის განსაზღვრით;
ალერგიული კონიუქტივიტი
ალერგიული კონიუქტივიტი არის თვალების ლორწოვანი გარსის ალერგიული ანთება. ალერგიული რინიტის მსგავსად, კონიუქტივიტიც შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. უმეტესად გვხვდება მწვავე, სეზონური კონიუქტივიტი, რომელიც ხშირადაა ასოცირებული ალერგიულ რინიტთან და ვითარდება ალერგიული რინო-კონიუქტივიტის სახით.
ალერგიული კონიუქტივიტის დროს გამოხატულია: თვალის სკლერების სიწითლე და ქავილი. პაციენტს აწუხებს „თვალებში სილის ჩაყრის“ შეგრძნება. ძლიერი ცრემლდენა. დილით პაციენტი ხშირად იღვიძებს ე.წ. „ამოკერილი თვალებით“. ზოგჯერ პროცესში ჩართულია ქუთუთოებიც და ვითარდება ალერგიული ბლეფარო-კონიუქტივიტი.
სეზონური ალერგიული კონიუქტივიტის დროს, სიმპტომების განვითარება ემთხვევა რომელიმე მცენარის ყვავილობის პროცესს და გაივლის ამ მცენარის ყვავილობის დამთავრების შემდეგ.
არსებობს მცენარეთა ყვავილობის სპეციალური კალენდარიც, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის, რომელი მცენარის ყვავილობითაა გამოწვეული ალერგიული რინო-კონიუქტივიტის გამწვავება.
საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ძირითადად მცენარეების ყვავილობა იწყება იანვრის ბოლოდან და გრძელდება ნოემბრის დასაწყისამდე. ეს პერიოდი გაყოფილია შემდეგნაირად: თავიდან იწყება ხეების ყვავილობა, შემდეგ კი ბალახების და სარეველების ყვავილობა. მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურია სოკოვანი ალერგენებიც.
რატომ უნდა მივმართოთ ალერგოლოგს დროულად?
თუ პაციენტს არ ჩაუტარებია სათანადო მკურნალობა, ალერგიული პროცესი ინაცვლებს ქვემო სასუნთქ გზებში, იწყება შეტევითი ხასიათის ხველისა და სულხუთვის შეტევები, ეს კი თავის მხრივ, ხელს უწყობს, ბრონქული ასთმის განვითარებას.
სასურველია ალერგოლოგთან ვიზიტი სეზონის დაწყებამდე ან სეზონის დასაწყისში დაიგეგმოს, რომ ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებების ჩატარება.
მედისონის ქსელი გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ სერვისს, ოჯახის ექიმის და სპეციალისტების
კონსულტაციებს, ყველა სისტემის ექოსკოპიურ კვლევებს, ლაბორატორიული და ბაქტერიოლოგიური
ანალიზების სრულ სპექტრს, ენდოსკოპიურ კვლევებს.
კითხვა-პასუხი
კონფიდენციალურობა
წესები და პირობები
Cookie
©2024 მედისონი. ყველა უფლება დაცულია