(032) 2 47 06 06

info@medison.ge

მედისონ ჰოლდინგის ბლოგი

ალერგია - ტიპები, სიმპტომები და მისი დიაგნოსტირება

 

ალერგიის და მისი მრავალფეროვანი ტიპების, დაავადების ჩივილებისა და დიაგნოსტირების შესახებ, მედისონ ჰოლდინგის ოჯახის ექიმი, პედიატრი, გადაუდებელი დახმარების ექიმი, ლია ჩხაიძე გვესაუბრება:

 

რა არის ალერგია და როგორ გამოვლინდება ის

-ალერგია საკმაოდ ხანდაზმული ტერმინია. იგი არის სიმპტომური რეაქცია, ზემგრძნობელობა გარკვეული ფაქტორების მიმართ. ეს ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა მძაფრად რეაგირებს სხვადასხვა ალერგენზე, რაც იწვევს გარკვეულ სიმპტომებს.

 

ალერგია შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვაგვარად, ეს დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. შესაბამისად, არსებობს სხვადასხვა ტიპის:

  • კვებითი;

  • კანის;

  • მწერის ნაკბენის;

  • სასუნთქი სისტემის;

  • მედიკამენტის მიმართ.

 

არის შემთხვევები, როცა დაავადების გამოვლინდება რომელიმე პირველად დაავადებას უკავშირდება, მაგალითად: ვირუსული ინფექცია, დიაბეტი, ჩიყვი და სხვა.

 

ასევე, არსებობს ფიზიკურ ფაქტორებთან დაკავშირებული ალერგიები: სიცივის, სითბოს, მზის სხივის, ფიზიკური დატვირთვის და ა.შ.

 

პათოლოგიის განვითარების რისკი იზრდება თუ ბავშვს აქვს გენეტიკური განწყობა (ერთი მშობლის ალერგიულობა 30%-ით ზრდის რისკს, თუ ორივე მშობელია ალერგიული, რისკი 50%-მდე იზრდება). მცირე ასაკი, ასთმა ან ისეთი ალერგიული მდგომარეობები, რომელიც ზრდის მისი განვითარების რისკს. მაგალითად, ჩვილობაში დიათეზი, გნეისი და სხვა.

 

ალერგენი - ალერგიის გამომწვევი მიზეზი

გამღიზიანებლები ანუ ალერგენები არის ყველგან: საცხოვრებელ სახლში, ოფისში, ქუჩაში, ბუნებაში. ალერგენი შეიძლება იყოს ოთახის მცენარის მტვერი. ცხოველის ბეწვი, ბუმბული, ობის სოკო, მწერის შხამი, სხვადასხვა საკვები, მედიკამენტი, საყოფაცხოვრებო და ქიმიური ნივთიერებები, როგორებიცაა პარფიუმერია, სარეცხი საშუალებები, და სხვა.

 

ალერგიას აქვს სხვადასხვა გამოვლინება დაავადების სახით:

 

  • ალერგიული რინიტი;

  • სეზონური ალერგია პოლონოზი;

  • კვებითი ალერგია;

  • ატოპიური და კონტაქტური დერმატიტი;

  • ბრონქული ასთმა.

 

ატოპიური დერმატიტი

მას აქვს გაციების მსგავსი სიმპტომები:

 

  • ცემინება;

  • ცხვირის, თვალების, ხახის ქავილი;

  • სურდო;

  • ცრემლდენა.

 

ალერგენები ამ დროს შეიძლება იყოს მტვერი, მტვრის ტკიპები, მცენარეები, ბეწვი, ბუმბული და სხვა ე.წ. რესპირატორული ალერგენები, რომლებიც ბუნებაში მრავლადაა. 

 

ატოპიური დერმატიტის გამომწვწვი მიზეზი უცნობია, თუმცა გამოყოფენ გენეტიკურ განწყობას და გარემო ფაქტორების ერთობლიობას. გამოიხატება კანის ქავილით, სიმშრალით, სიწითლითა და აქერცვლით (მაგ. ეგზემა).

 

კვებითი ალერგია

საკვებით გამოწვეული დაავადება მრავალფეროვანი და ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. შეიძლება გამოიხატოს ჩხვლეტის შეგრძნებით პირის ღრუში. ტუჩების, ენის, სახის, ხორხის შეშუპებით. ასევე, ჭინჭრის ციებით და ანაფილაქსიით.

 

მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგია

ხშირად ფუტკრის და კრაზანის ნაკბენითაა გამოწვეული. თუმცა, სხვა მწერების ნაკბენი არანაკლებ რეაქციებს იწვევს. გამოიხატება შეშუპებით და სიწითლით ნაკბენის მიდამოში, ასევე ქავილის, ჩხვლეტის შეგრძნებით. ძირითადად ვლინდება ხველითა და სუნთქვის გაძნელებით. შესაძლოა განვითარდეს ანაფილაქსიაც.

 

მედიკამენტური ალერგია

ხშირ შემთხვევაში, გამომწვევი შეიძლება იყოს ანტიბიოტიკი, ზოგადი და ადგილობრივი ანესთეზიისთვის განკუთვნილი მედიკამენტები, რადიოლოგიაში-კონტრასტები. კვერცხის ცილის შემცველი ვაქცინები და სხვა. სიმპტომები ზოგად სისტემურია:

 

  • ქავილი;

  • სიწითლე;

  • კანის აქერცვლა.

 

მზის ალერგია

ეს ტერმინი აღწერს მდგომარეობას, როცა მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ კანზე ჩნდება წითელი ფერის გამონაყარი, რასაც თან ახლავს ქავილი. რაც უფრო ძლიერია მზის სხივების ზემოქმედება, მით უფრო ძლიერია საპასუხო რეაქციაც.

 

ბრონქული ასთმა

დამახასიათებელი სიმპტომებია პერიოდულად სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა, ხველა, გულმკერდის შებოჭილობა, სუნთქვის გახშირება და მძიმე შეტევის დროს სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, კანის სილურჯე.

 

ალერგიის დიაგნოსტირება

ასთმის დიაგნოსტირება ხდება 5-6 წლის ასაკში. ფასდება ფილტვის ფუნქცია (სპირომეტრია, პინკფლოუმეტრია) ჰაერის ნაკადის შეზღუდვა-ცვალებადობა, რითაც დასტურდება ასთმის დიაგნოზი.

 

გამოიყენება ასევე სხვადასხვა ალერგიული სინჯები, სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრა. თუ გაქვთ ხშირი ხველა, მსტვინავი სუნთქვა, რომელიც რამდენიმე დღეზე მეტ ხანს გრძელდება ან სახეზეა აღნიშნული სიმპტომები, აუცილებელია მიმართოთ ალერგოლოგს  და ჩაიტაროთ კვლევა, ალერგიული სინჯები, რათა დადგინდეს ალერგიის გამომწვევი მიზეზი. მოხდეს მისი ელიმინაცია და თავიდან ავიცილოთ ალერგიული რეაქციები.

 

კლინიკა მედისონში ტარდება რესპირატორული ალერგიული პანელი, რომელიც შედგება 30 ალერგენისგან და კომბინირებული ალერგიული პანელი, რომელიც შედგება 20 რესპირატორული და 10 კვებითი ალერგენისგან. იგი იძლევა ჩვენებას პაციენტის მგრძნობელობაზე სპეციფიკური ალერგენების მიმართ. გამოიყენება ყველა ჯგუფის ადამიანისთვის, ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. მედისონ ჰოლდინგში კვლევები ტარდება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური აპარატურით, პროფესიონალი, მაღალკვალიფიცური ექიმების ჩართულობით.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!