(032) 2 47 06 06

info@medison.ge

მედისონ ჰოლდინგის ბლოგი

აკნე - დერმატოლოგიური დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა

 

გახსოვდეთ, მოვლის საშუალებებით აკნე არ იკურნება

 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დერმატოლოგიური პათოლოგიის შესახებ რეკომენდაციებს, მედისონ ჰოლდინგის ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, ნინო მოსაშვილი გაგვიზიარებს.

 

რა არის აკნე?

 

ეს არის ახალგაზრდა ასაკის ყველაზე ხშირი დერმატოლოგიური დაავადებაა, რომელიც პაციენტს გარდა ვიზუალური დისკომფორტისა მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის. აშშ-ში პირველად, ჯანდაცვის დაწესებულებებში ამ დაავადებით მიმართვიანობა დაახლოებით 50 მილიონს შეადგენს. მსოფლიო მოსახლეობის 80% კი აკნეთი ავადობს პუბერტულ ასაკში. არსებობს დაავადების გვიანი გამოვლინებაც, რომელიც ზრდასრულ ასაკში გვხვდება და ასევე ახალშობილთა აკნე, რომელიც ჰორმონულ ცვლილებებს უკავშირდება.

 

ვულგარული აკნე ეს არის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადება, ქრონიკული დერმატოზია, რომელსაც საფუძვლად უდევს ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობა (ობსტრუქცია) ცხიმით ან კერატინოციტებით.

 

აკნეს გამომწვევი მიზეზები

 

პათოლოგიის განვითარებაში მონაწილეობს სხვადასხვა ფაქტორი, როგორიცაა ცხიმის გაძლიერებული პროდუქცია, ანთებითი პროცესი და მისი გამომწვევი propionibacterium

 

 

არსებობს სხვადასხვა სიმძიმის აკნე:

  1. მსუბუქი

  2. საშუალო სიმძიმის

  3. მძიმე ფორმის

 

სიმძიმის მიხედვით  გვხვდება სხვადასხვა სახის გამონაყარი: პაპულები, პუსტულები, კვანძები, კომედონები კისტები და ა.შ.

 

დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გენეტიკურ ფაქტორს, ასევე  გარემო-ფაქტორებს. გარდა ამისა, მის განვითარებას შესაძლოა, ხელი შეუწყოს არასწორად შერჩეულმა კოსმეტიკურმა საშუალებებმა. ზეთოვან-ცხიმოვანი კომპონენტები იწვევს კანის დაზიანების გამწვავებას, ხოლო წყალზე დამზადებული საშუალებები ნაკლებად კომედოგენურია. დასაბანი საშუალებები იწვევენ ცხიმის მოცილებას კანის ზედაპირიდან მაგრამ ცხიმის პროდუქციაზე გავლენას ვერ ახდენენ.

 

 

მწვავე აკნე - გამომწვევი მიზეზები

 

აკნეს ამწვავებს ტენიანობა და ძლიერი ოფლი. ასევე, ამის მიზეზი შეიძლება გახდეს სტრესი. მისი ლოკალიზაციის ადგილებია ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარი კანის უბნები:

  • სახე,

  • გულმკერდი,

  • ზურგოს არე,

  • კისერი და მხრები.

 

აკნეს დიაგნოსტირება და რეკომენდაციები მკურნალობის შესახებ

 

პაციენტის შეფასება იწყება ფიზიკური გასინჯვით და მნიშვნელოვანია გამონაყარის ზომის, დაზიანების ლოკალიზაციის, ტიპის განსაზღვრა. ამის შემდეგ ინიშნება საჭირო მკურნალობა, აკნეს სიმძიმის და კანის ტიპის მიხედვით.

 

კვლევების ჩატარება საჭირო არ არის თუ გამოხატული არ არის ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა) ან ვირილიზაციის (მამაკაცური ნიშნების გამოვლინება - აღნაგობა, თმიანობა, ა.შ.) არსებობა, ან ენდოკრინული დაავადებების არსებობა, მაგ ქალებში პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი,რომელიც ჰიპერანდროგენიზმის ერთერთი მიზეზია.

 

ბაქტერიოლოგიური კვლევა რუტინულად არ ტარდება თუ არ აღინიშნება მეორადი დაინფიცირება. გამონაყარი უნდა შეაფასოს დერმატოლოგმა და დანიშნოს სწორად დაგეგმარებული, პაციენტისთვის ინდივიდუალური მკურნალობა.

 

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ მოვლის საშუალებებით აკნეს მკურნალობა შეუძლებელია. ხშირად ამ საკითხთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია კეთდება და ასევე ხშირია სხვისი დანიშნულების გაზიარება.

არასწორი და შეუსაბამოდ შერჩეული მკურნალობა კანის სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს, ამიტომ აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!