25ივნ
2018
ასაკის შესაფერისი საშინაო საქმეები


ბავშვთა ფსიქოლოგების განმარტებით, შვილებისათვის გარკვეული საშინაო დავალებების მიცემა ხელს უწყობს მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. ასევე ხელს უწყობს სხვაზე ზრუნვისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავებას

ჩვენი პატარების ზრდასთან ერთად, მშობლებს ხშირად გვიჭირს ე.წ. ოქროს შუალედის პოვნა. გვიჩნდება კითხვა რა დავავალოთ მათ და რისი შესრულება ბავშვისათვის ჯერ ადრეა. რთულია სწორად გაავლო ზღვარი ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელ საშინაო დავალებებსა და ბავშვის ზედმეტად დატვირთვას შორის.

რადგანაც სწორად შერჩეული, ასაკის შესაბამისი დავალებები ჩვენი შვილების განვითარებისთვის აუცილებელია. გთავაზობთ მოკლე ჩამონათვალს იმ საქმიანობებისა რაც ბავშვმა ამა თუ იმ ასაკში უნდა შეძლოს.

 

ასაკის შესაბამისი საშინაო საქმეები

 

2-3 წლის ბავშვი:

  • დაიხმარეთ საწოლის ალაგებაში
  • დაავალეთ გასარეცხი ტანსაცმლის კალათამდე მიტანა
  • თხოვეთ აკრიფოს საკუთარი სათამაშოები და ნივთები
  • დაავალეთ აჭამოს შინაურ ცხოველს

 

 

4-5 წლის ბავშვისთვის დავალებებს ემატება:

  • საწოლის გასწორება
  • მაგიდის ალაგებაში მონაწილეობა
  • ყვავილების მორწყვა
  • გარეცხილი ჭურჭლის შელაგება

 

6-7 წლის ასაკში მოვალეობებს ემატება:

  • გასარეცხი ნივთების ამორჩევა და კალათში ჩაყრა
  • საკუთარი წასახემსებელი საკვების მომზადება და ჩაბარგება
  • იატაკის ცოცხით მოხვეტა

 

8-9 წლისათვის წინა დავალებებთან ერთად, ემატება:

  • მაგიდის გაწყობა და ალაგება
  • მსუბუქი სურსათის წამოღება/მანქანიდან გადმოტვირთვა
  • შინაური ცხოველის გასეირნება
  • ნაგვის გატანა
  • საკუთარი ოთახის მილაგება

 

 

 

11-12  წლის მოზარდს ასევე უნდა შეეძლოს:

  • მტვერსასრუტით მტვრების აღება
  • სადილის მომზადებაში მონაწილეობის მიღება
  • ჭურჭლის დარეცხვა

 

"თინეიჯერობის" (13-19 წლის) ასაკში სასურველია ყველა სხვა დავალებასთან ერთად მოზარდმა შეძლოს:

  • სახლის მილაგება
  • სადილის დაგეგმვა
  • სადილის მომზადება/მონაწილეობის მიღება
  • უმცროსი და-ძმის მოვლა
  • მანქანის გარეცხვა

 

 

 

გახსოვდეთ, თქვენი შვილების ასაკთან შესაბამისი საშინაო დავალებების მიცემა არ ნიშნავს თქვენი საქმეების გადაბარებასა და მათ დატვირთვას. სახლისა და ოჯახის საქმიანობაში ზომიერი ჩართულობა, მათ დაეხმარებათ იყვნენ მოწესრიგებულები, მომავალში მეტად პასუხისმგებლობით მოეკიდონ ოჯახს, ისწავლონ ოჯახის დანარჩენი წევრების პატივისცემა და მათზე ზრუნვა, განვითარდნენ როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად და რაც მთავარია შეეჩვიონ დამოუკიდებლობას.