08დეკ
2017
7 მიზეზი, რატომ უნდა მივირთვათ კვერცხი საუზმეზე


ზამთარის პერიოდში ჯანსაღი კვების თემები უფრო აქტუალური ხდება, რადგანაც ტემპერატურის კლებასთან ერთად იმატებს გაციების და ვირუსული ინფექციების რისკი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ პერიდოში ყურადღება გავამახვილოთ სხვადასხვა საკებ პროდუქტებზე და გაგაცნოთ მათი თვისებები.

 

• მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დილაობით კვერცხის მიღება ხელს უწყობს წონაში კლებას;

 

 

• კვერცხში პროტეინის შემცველობა ამაღლებს ენერგიას ორგანიზმში, რაც დიდი ხნის მანძილზე დაგანაყრებთ;

 

 

• კვერცხი შეიცავს ყველა საჭირო ამინომჟავას რომელიც უნდა მივიღოთ ჯანსაღი (დიეტური) კვების დროს;

 

 

• კვერცხი სხვა ცილის შემცველ პროდუქტებთან შედარებით გაცილებით იაფია;

 

 

• კვერცხი არ ზრდის ქოლესტერინს თქვენს ორგანიზმში, ასე რომ, ნუ ინერვიულებთ მისი მიღების გამო სისხლში ქოლესტერინის რისკის მომატებაზე;

 

• კვერცხი შეიცავს ქოლინს (B ჯგუფის ვიტამინი), რომელიც ასტიმულირებს ტვინის განვითარებას და მის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ასევე, აუმჯობესებს მეხსიერებას;

 

 

• ორი სახის ანტიოქსიდანტი, ლუთეინი და ზეაქსანთინი, რომლებსაც შეიცავს კვერცხი, იცავს თვალს დაზიანებებისგან, ასევე ამცირებს კატარაქტის განვითარების შესაძლებლობას ხანდაზმულ ასაკში.