10სექ
2018
10 სასარგებლო რჩევა პირველკლასელის მშობლებს


1. მოამზადეთ ბავშვი სწავლისათვის

ბევრს ჰგონია, რომ სასკოლო პროცესისთვის ბავშვის მომზადება, მისთვის წერა-კითხვისა და ანგარიშის სწავლებას გულისხმობს. სინამდვილეში, პედაგოგები მშობლებს ურჩევენ, არ შეასწავლონ პატარებს სკოლაში გასავლელი მასალა ნაადრევად. სკოლაში სწავლების სპეციფიური მეთოდია, მასალის ცოდნა კი, გაკვეთილის პროცესს ბავშვისათვის არასაინტერესოს გახდის.

იმისათვის, რომ ბავშვი ასოების წერისათვის მოამზადოთ, დაიწყეთ სწორი ხაზის გავლებით, ფიგურების ხატვითა და გასაფერადებლების გაფერადებით. მათემატიკისათვის მომზადება კი, ლოგიკის განვითარებით სჯობს. რეკომენდირებულია მომავალი პირველკლასელი შეაჩვიოთ სახალისო, სააზროვნო გასაფერადებლებს. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი შესაძლოა იყოს - დახატული ლაბირინთი, ამასთანავე სასურველია ბავშვს სთხოვოთ, არ დაადოს ფურცელს თითი და მიმართულების გაკვლევა მხოლოთ თვალით სცადოს.

 

 

2. შეაჩვიეთ დამოუკიდებლობას

სკოლაში ბავშვს არა მხოლოდ სასწავლო პროცესი, არამედ ახალი ადამიანები და ურთიერთობები ელოდება.  ყველაზე მთავარია, ბავშვი როგორც თანატოლებთან, ასევე უფროსებთან ურთიერთობისთვის შეამზადოთ. ესაუბრეთ იმის შესახებ, როგორ გაიცნოს კლასელები, იყოს მეგობრული, ისაუბროს თავის გატაცებებსა და ინტერესებზე. მოუყევით, როგორი უნდა იყოს მისი ურთიერთობა მასწავლებელთან, რომ უნდა ესაუბროს თავაზიანად და ნებისმიერი სირთულის შემთხვევაში მიმართოს მას.

გადაამოწმეთ, რამდენად კარგად ართმევს ბავშვი თავს ქურთუკის ჩაცმას, ფეხსაცმელის თასმისა და ელვის დამოუკიდებლად შეკვრას.

 

 3. გაიცანით მასწავლებელი

მასწავლებლები მუშაობას იწყებენ სწავლის პროცესის დაწყებამდე. უმჯობესია თქვენც და ბავშვმაც მასწავლებელი წინასწარ გაიცნოთ, გაიაროთ დერეფნებში, დაათვალიეროთ საკლასო ოთახი. ეს ბავშვს დაეხმარება შეუცნობელთან შეხვედრის და პირველი დღის სტრესი ადვილად დაძლიოს.

 

 

 

4. შეამცირეთ კონტროლი

ყველა მშობელს უნდა დილით ჩააცვას, აჭამოს და საკლასო ოთახის კარამდე მიაცილოს შვილი. თუმცა დროა გარკვეული თავისუფლება მისცეთ მას.  დაეხმარეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნებული ხართ რომ დამოუკიდებლად ვერ გაართმევს თავს ამა თუ იმ საქმეს.

 

 5. ასწავლეთ კონფლიქტის მოგვარება

სკოლაში კონფლიქტი გარდაუვალია, ყველა ბავშვი თავისებურია და პირველი „პრობლემებიც“ სწორედ სკოლაში იჩენს თავს. ნუ იჩქარებთ შვილის პირველივე ჩივილზე სკოლაში გაქცევას, მიეცით საშუალება თავად მოაგვაროს კონფლიქტი. აუხსენით, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა და ასწავლეთ პირველი „პრობლემების“ მოგვარება.

 

 

 

6. მიეცით არჩევანის უფლება

ჩანთა, რვეულები, საფანქრე და ა.შ - ეს ის ნივთებია, რომელიც ბავშვს უნდა მოსწონდეს. წაიყვანეთ საკოლო საყიდლებზე, რომ თავად აარჩიოს მისთვის განკუთვნილი სასკოლო ნივთები.

 

 7. მოარიდეთ დამატებით დატვირთვას

ხშირად მშობლებს სკოლის პარალელურად ბავშვები შეყავთ დამატებით გაკვეთილებსა და წრეებზე.  პირველკლასელი სკოლაში საკმაოდ დატვირთულია, ჩვენ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ დღის განმავლობაში ბავშვი მსუბუქი თამაშებით არის დაკავებული - სათვლელი ჩხირებით, ფიგურების ხატვითა და ა.შ. სინამდვილეში, პირველიკლასელისთვის გაკვეთილზე უბრალოდ ჯდომაც კი საკმაო დატვირთვაა. ამიტომ, ბავშვთა ფსიქოლოგები გვირჩევენ, არ დავტვირთოთ პირველკლასელები დამატებითი გაკვეთილებითა და ამა თუ იმ წრეზე სიარულით. უმჯობესია, სკოლის შემდეგ ბავშვმა გაისეირნოს ან უბრალოდ ითამაშოს სახლში. გამონაკლისია სპორტულია აქტივობა! სპორტით დაკავება ყოველთვის მისასალმებელია.

 

  

 

8. არ შეაშინოთ სკოლით

არსებობს მშობლების კატეგორია, რომელთაც ხშირად უყვართ სკოლის მოგონებების ბავშვის თანდასწრებით მოყოლა. თუ თქვენ ხშირად იხსენებთ თქვენს ბავშვობას, გაითვალისწინეთ, ბავშვისათვის მნიშვნელოვანია თქვენ მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა. ამიტომ, მოერიდეთ ცუდი მოგონებების გაჟღერებას, მაგალითად: როგორ აგიწიათ მასწავლებელმა ყური, იჩხუბეთ კლასელთან, ან გაიპარეთ გაკვეთილიდან.

 

 9. მიაჩვიეთ წიგნთან ურთიერთობას

ბავშვი რომელიც მიჩვეულია წიგნით გართობას, და არა პლანშეტითა და ტელევიზორით, ისწავლის უფრო გულმოდგინედ! წაუკითხეთ თქვენს პირველკლასელს წიგნები და განიხილეთ წაკითხული. აუცილებელია განაგრძოთ ბავშვისთვის კითხვა მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე თავად იცის ასოების ცნობა.

 

 

 

10. ჩააცვით კომფორტულად

აუცილებელია ბავშვი სკოლაში თავს კომფორტულად გრძნობდეს, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. ჩააცვით მას კომფორტულად, არ არის სასურველი სინთეთიკური ტანსაცმელი. გახსოვდეთ, თუ პირველკლასელი სკოლაში ფორმას არ ატარებს, მისი გამოწყობა როგორც ზედმეტად უბრალო, ისევე ზედმეტად გამორჩეულ ტანისამოსში არ ღირს.