
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, მსოფლიოში 360 მილიონ ადამიანს აღენიშნება სმენის დაქვეითება, მათ შორის 36 მილიონი 15 წლამდე ასაკის მოზარდია. შესაბამისად სმენის გამოკვლევა აქტუალურია ყველა ასაკში, როგორც ასაკოვან მოსახლეობაში, ისე ბავშვებსა და მოზარდებში. მედისონში სმენის დიაგნოსტირება შესაძლებელია 6 წლის ასაკიდან.
სმენის დაქვეითების ადრეული დიაგნოსტირება-სკრინინგი პაციენტს იცავს ჯანმრთელობის შემდგომი გართულებებისგან და უმნიშვნელოვანესია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
აუდიომეტრიისა და ტიმპანომეტრიის კვლევების ჩატარება რეკომენდებულია, როდესაც:
ადამიანები მუშაობენ ხმაურიან ატმოსფეროში;
გაქვთ ყურებში ხმაურის და ზეწოლის შეგრძნება;
გაქვთ მემკვიდრული ფაქტორი;
გარეთა სასმენ არხში გოგირდის დაგროვება ან უცხო სხეულის მოხვედრა;
ვითარდება სხვადასხვა დაავადებები: ყურის ინფექციები, მენინგიტი, დიაბეტი და სხვ.
პაციენტები იღებენ ოტოტოქსიკურ მედიკამენტებს;
გაქვთ თავისა და ყურის ტრავმები.
სმენის გაძნელება, როდესაც ორი ან მეტი მოსაუბრე ერთდროულად საუბრობს;
ხმების გაუგებრად აღქმა;
გამახვილებული სმენა ცალ ყურში;
სმენის გაძნელება ხმაურიან გარემოში;
მამაკაცის ხმის უფრო მარტივად გაგება, ვიდრე ქალის;
ყურის ტკივილი ხმაურის დროს;
თავბრუსხვევა;
ყურის დაგუბების შეგრძნება;
ხმაური ყურში (ტინიტუსი).
სმენის დაქვეითების ადრეული დიაგნოსტირების მიზნით, მიზანშეწონილია რეგულარული სკრინინგის ჩატარება უსიმპტომო პაციენტებში შემდეგი ვადებით:
5-6 წლიდან-40 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის ყოველ 3 წელიწადში;
40-59 წლის ასაკის პაციენტებისთვის ყოველ 1-3 წელიწადში;
60 წლიდან ყოველწლიურად.
მედისონ ჰოლდინგში აუდიომეტრიისა და ტიმპანომეტრიის კვლევაზე წინასწარ ჩასაწერად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ (32) 2 47 06 06
არ გადადო ხვალისთვის, იყავი ჯანმრთელი დღეს!
მედისონის ქსელი გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ სერვისს, ოჯახის ექიმის და სპეციალისტების
კონსულტაციებს, ყველა სისტემის ექოსკოპიურ კვლევებს, ლაბორატორიული და ბაქტერიოლოგიური
ანალიზების სრულ სპექტრს, ენდოსკოპიურ კვლევებს.
