სამედიცინო სიახლეები მედისონ ჰოლდინგისგან

მედისონ ჰოლდინგის და ჯანმრთელობის დაცვის რეგიონალური ასოციაციის პედიატრების და ოჯახის ექიმების გადამზადების ტრენინგი აკრედიტებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.


ტრენინგი გამიზნულია ექიმთა უწყვეტი განათლებისათვის. რის საფუძველზეც ისინი უკეთ შეძლებენ ადრეული ასაკის, 0-დან 5 წლამდე ბავშვების მდგომარეობის შეფასებას, პრობლემების იდენტიფიცირებას და მართვას.


ტრენინგი მოიცავს ლექციებს, მულაჟზე პრაქტიკულ სწავლებას, ვიდეო გაკვეთილებს და დისკუსიის რეჟიმში კონკრეტული სამედიცინო შემთხვევების განხილვას.


სწავლებას გაუძღვებიან სპეციალისტები: პედიატრი, ნევროლოგი, რეანიმატოლოგი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმი.


ტრენინგი ჩატარედება მთელი საქართველოს მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში, ჯგუფების მიხედვით. გადამზადების ჩატარების თარიღი წინასწარ დაანონსდება.


რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 511 55 22 11


გისურვებთ ჯანმრთელობას!