მედისონის საბურთალოს ფილიალის ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარების ცენტრში, 1 მარტიდან, იწყება რეაბილიტაცია-აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა!
პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერი 0-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვებსა და 0-დან 18-წლამდე შშმ სტატუსის, განვითარების ნებისმიერი პრობლემის მქონე პირებს წელიწადში 192 უფასო ვიზიტი და კონსულტაცია ჩაუტარდებათ:
ფიზიკური თერაპია;
ფსიქოლოგის კონსულტაცია;
ლოგოპედის კონსულტაცია;
ქცევის თერაპია;
ოკუპაციური თერაპია;
აკადემიური უნარები;
სპეც. პედაგოგი;
მულტიპროფილური გუნდის მიერ ჯანმრთელობის და განვითარების შეფასება;
ინდივიდუალური განვითარების ხელშემწყობი გეგმის შედგენა;
მშობელთა კონსულტაცია.
პროგრამაში ჩართვისათვის მიმართეთ მედისონ ჰოლდინგის საბურთალოს ფილიალს მისამართზე: ვაჟა ფშაველას გამზირი 83/11.
თებერვლის თვის მანძილზე ბავშვთა განვითარების შეფასება უფასოა.
წინასწარ ჩასაწერად გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე (32) 2 47 06 06
გისურვებთ ჯანმრთელობას!
მედისონის ქსელი გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ სერვისს, ოჯახის ექიმის და სპეციალისტების
კონსულტაციებს, ყველა სისტემის ექოსკოპიურ კვლევებს, ლაბორატორიული და ბაქტერიოლოგიური
ანალიზების სრულ სპექტრს, ენდოსკოპიურ კვლევებს.