გაზიარება:

პაციენტის მეგზური

    ფარინგიტი

    ფარინგიტი ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესია (ხორხის ანთება).  ფარინგიტი შეიძლება წარმოიქმნას ძალიან ცივი ჰაერის ჩასუნთქვისას, ქიმიური ნივთიერებების ან სხვა გამღიზიანებლების ზემოქმედებისას. უფრო ხშირად გვხვდება ინფექციური ფარინგიტი, რომელიც ვითარდება მიკრობებისა და ვირუსების ზემოქმედებით ან ორგანიზმში მიმდინარე სხვა ანთებითი პროცესების ზეგავლენით.

    ოტიტი

    ოტიტი  არის ყურის ანთება, ყველაზე გავრცელებულია ორი ფორმა, გარეგანი ოტიტი და შუა ყურის ოტიტი.

    გარეგანი ოტიტი წარმოიქმნება გარე სასმენი არხის ინფექციური დაზიანებისა და ანთების შედეგად. დაავადების ეს ფორმა შეიძლება იყოს შეზღუდული ან დიფუზური (განთხეული) ხასიათისაა. პირველ შემთხვევაში მიზეზს ჩვეულებრივ წარმოადგენს ინფექციის შეჭრა კანის ფიზიკური დაზიანების გამო დიფუზიური ოტიტი წარმოიქმნება როგორც შიგა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტის გართულება ბაქტერიების კანქვეშ მოხვედრის შედეგად.

    რა არის გენეტიკური ტესტირება?

     გენეტიკური ტესტები შესაძლოა დაგვეხმაროს:

    • დაავადებათა დიაგნოსტიკაში, რომლებიც უშუალოდ გამოწვეულია მუტაციებით
    • ინდივიდუალურ გენებში. ნამგლისებრი უჯრედის ანემია ამის ერთ-ერთი

    მაგალითია.

    • დაავადებათა დიაგნოსტიკაში, რომლებიც გამოწვეულია ქრომოსომული

    ანომალიებით, ჩვეულებრივ, მთელი ქრომოსომის დამატებით ან დაკარგვით (დელეცია), მაგალითად როგორიცაა დაუნის სინდრომი ან ტრისომია - 18.

    • გენის ცვლილებათა დადგენაში, რომლებმაც შესაძლოა გაზარდოს დაავადების

    განვითარების რისკი, მაგალითად როგორიცაა BRCA მუტაცია, რაც დაკავშირებულია ძუძუს კიბოს უფრო მაღალ სიხშირესთან. ამ ტიპის გენური ცვლილებები არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი აუცილებლად მიიღებს მუტაციას.

    • იმის განსაზღვრაში - არის თუ არა ვინმე იმ გენის მატარებელი, რომელიც

    დაკავშირებულია დაავადებასთან. მტარებლებს შესაძლოა არ გამოუვლინდეთ დაავადების არც ერთი ნიშანი, თუმცაღა ჰქონდეთ მუტაციის მათი  ბიოლოგიური შვილებისთვის გადაცემის უნარი.

    • წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის აღმოჩენაში;
    • სქესის, თვალის ფერის და სხვა არა-დაავადებასთან დაკავშირებული ნიშან-

    თვისების გამოვლენაში ემბრიონში ან ნაყოფში. მეცნიერები სულ უფრო მეტად