რა მივირთვათ შემოდგომაზე სასურველი წონის შესანარჩუნებლად


 

   შემოდგომა წელიწადის ულამაზესი დროა. სამწუხაროდ, წელიწადის ამ სეზონზე უფრო ნაკლებად ვმოძრაობთ, იმატებს მადა და ჩვენს ორგანიზმში ცხოველური ცხიმების დიდი მარაგი გროვდება. შესაბამისად, წონა იწყებს მატებას, რაც არც თუ ისე სასიამოვნოა. ხშირია წვიმიანი, ქარიან დღეები. ყოველივე ეს კი გუნება-განწყობილებაზე მოქმედებს. მზის სხივების ნაკლებობა, D ვიტამინის დეფიციტს იწვევს და  ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები, ხელს უწყობს დეპრესიული განწყობის ჩამოყალიბებას.

 

   თუმცა, ნუ შეშინდებით, არსებობს მარტივი გამოსავალი ზედმეტი კილოგრამების და დეპრესიული ხასიათის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ ვიკვებოთ სწორად, შევინარჩუნოთ ჯანსაღი სხეული და ვიყოთ კარგ განწყობაზე.

 

   ნუ დაგვავიწყდებათ, რომ ორგანიზმს სჭირდება ვიტამინები. მათი ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ავიტამინოზს. ავიტამინოზი ვლინდება მადის დაკარგვით, ორგანიზმში სისუსტის შეგრძნებით, თავბრუხვევით და ა.შ. სუსტი იმუნიტეტი კი, უმნიშვნელო დაავადებასაც ვერ გადაიტანს, მოგეხსენებათ წელიწადის ამ დროს დაავადებების რაოდენობა საგრძნოლად იმატებს.  სწორედ ამიტომ, ჯანსაღი კვება ამ სეზონისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამ სტატიაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ელემენტებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა მივიღოთ შემოდგომაზე, რათა შევინარჩუნოთ ჯანსაღი სხეული და ასევე, არ მოვიმატოთ წონაში.

 

   ვიტამინი C - ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია, რადგან ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში იღებს მონაწილეობას. ვიტამინ C-ს ბლომად შეიცავს ვაშლი, კივი, კომბოსტო. მაქსიმალური რაოდენობით კი, გვხვდება ახლადმოკრეფილ ხილსა და ბოსტნეულში. დღის განმავლობაში C ვიტამინის მიღების ნორმაა - 100მგ.

 

   შემდეგ მოდის - A ვიტამინი. ეს ელემეტი განსაზღვრავს ჩვენი კანისა და თვალების სიჯანსაღესა და სილამაზეს. A ვიტამინი დიდი რაოდენობით გვხვდება რძის პროდუქტებში, სტაფილოში და მრავალ სხვა ბოსტნეულში, რომლებსაც მკვეთრი წითელი ფერი აქვს. შეგიძლიათ A ვიტამინი კონსერვირებული ბოსტნეულის სახითაც მიიღოთ. დღეში მისი მიღების ნორმაა -10 მგ.

 

 

   E ვიტამინი ორგანიზამს იცავს ნაადრევი დაბერებისგან. E ვიტამინს შეიცავს თხილი, ცხიმი, წიწიბურა. დღეში მიღების ნორმა გახლავთ - 6მგ.

 

   არავითარ შემთხვევაში არ აუაროთ გვერდი D ვიტამინს, რადგან, მისი ნაკლებობის შემთხვევაში ორგანიზმი კალცს ვერ აითვისებს. მუდმივ დაღლილობას და დეპრესიულ ხასიათს სწორედ ამ ვიტამინის მიღება გაგიქრობთ. D ვიტამინი გვხვდება თევზში და თევზის ცხიმში. დღეში მისი მიღების ნორმა - 6 მგ.

 

   ასევე ძალიან მნიშვნელოვანია B ჯგუფის ვიტამინები -  B 6, B 12 და B 9. ვიტამინი B6 სასარგებლოა მეხსიერებისთვის, B 12 ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, B 9 - კი, არეგულირებს ნერვული სისტემას. ყველა ამ ვიტამინს შეიცავს თხილი, ბანანი, წიწიბურა. დღეში B ვიტამინების მიღების ნორმა: B 6 – 4მგ, B 12 – 10 მგ, B 9 – 1მგ.

 

 

 

   ხშირად მიიღეთ ბოსტნეულის წვენები ფრეშის სახით, რომელიც მოსამზადებლად მარტივია. გემრიელი და სასრგებლო ფრეშის მოსამზადებლად საჭიროა სტაფილო და ცოტა რაოდენობით ლიმონის, ან ფორთოხლის წვენი. მიიღეთ ეს უგემრიელესი ნარინჯისფერი სითხე და შედეგს უმალვე იგრძნობთ.

 

   შეეცადეთ საკვებში ყოველდღიურად მოიხმაროთ 200-500 გრამი უმი ბოსტნეული/ხილი, რაც დაგეხმარებათ ვიტამინების ბალანსირებაში.

   A, E, C ვიტამინებს დიდი რაოდენობით შეიცავს ვაშლი, საზამთრო, ქაცვი, მოცხარი, რომლებიც, ასევე, მდიდარია ანტიტოქსინებით. კუჭნაწლავის შებერილობის და სიმძიმის შეგრძნებისგან თავის დასაცავად, სასურველია, ხილი 18:00 სთ.-მდე მიირთვათ.

 

   ფაქტია, რომ სიცივის დადგომასთან ერთად, გვიქრება წყურვილის შეგრძნება, ამიტომაც ვღებულობთ ნაკლები რაოდენობის წყალს/სითხეს, რაც ორგანიზმის გაუწყლოვანებას და კანის გამოშრობას იწვევს. ამ არასასიამოვნო პროცესის თავიდან ასაცილებლად, სასურველია მიიღოთ 1-2 ლიტრი სითხე.

 

 

   შემოდგომის სეზონთან ერთად, წვიმა და ცივი ამინდები გარდაუვალია, ნუ მიეცემით სასოწარკვეთას, შეეცადეთ გაიმრავალფეროვნოთ და გაიხალისოთ ეს ლამაზი სეზონი. ჩვენი რჩევები -კი, დაგეხმარებათ ჯანსაღი სხეულის და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში.