რინიტი (სურდო)



რინიტი – ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა ყოფა–ცხოვრებაში ამ დაავადებას ხშირად უწოდებენ სურდოს.

არსებობს სურდოს სამი სახეობა:


ინფექციური რინიტი

ვითარდება ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა მიკრობებით დაზიანების შედეგად.

ალერგიული რინიტი     

ორგანიზმის რეაქციაა ალერგენებზე


ნეიროვეგეტაციური რინიტი

ცივი ჰაერის, ძლიერი სუნის ან სხვა გარეგანი გამღიზიანებლის შემოქმედების შედეგად  წარმოქმნილი სურდო.

მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით ანსხვავებენ ქრონიკულ რინიტს და მწვავე რინიტს. მწვავე რინიტთან შეხება ჰქონია პრაქტიკულად ყველა ადამიანს. იგი წარმოიქმნება სხეულის ცალკეული ნაწილების გადაცივების ან გაციების ინფექციებით ორგანიზმის დაზიანების შედეგად. ქრონიკული რინიტი – ეს დაავადებათა დიდი ჯგუფია, რომელთათვის დამახასიათებელია ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება, ყნოსვის დაქვეითება და გამონადენები ცხვირიდან დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ექიმები განასხვავებენ ქრონიკული სურდოს რამდენიმე სახეობას: ატროფიული რინიტი, კატარალური რინიტი, ვაზომოტორული რინიტი, ჰიპერტროპიული რინიტი, მედიკამენტოზური რინიტი, ალერგიული რინიტი, მთელი წლის ან სეზონური რინიტი.

წარმატებული მკურნალობის გარანტიას წარმოადგენს რინიტის დროული გამოვლენა და მისი სახეობის დადგენა. გართულებათა (ოტიტი, ჰაიმორიტი, ფარინგიტი და სხვ.) თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გაესინჯოთ ექიმ–ოტოლარინგოლოგს და შემუშავდეს მკურნალობის პროგრამა.