პირველი დახმარება ანაფილაქსიური შოკის დრო


ანაფილაქსიური შოკი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. ის წარმოადგენს ორგანიზმის პასუხს ალერგენის მოქმედებაზე. ანაფილაქსიური შოკი ძალიან საშიში მდგომარეობაა, რომელიც შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს მოქმედების ალგორითმი ანაფილაქსიური შოკის დროს, რადგან თუ პირველი დახმარება დროულად იქნა გაწეული, ადამიანი გადარჩება.

პათოლოგია შესაძლოა განვითარდეს ალერგენთან კონტაქტიდან რამდენიმე წამშიც კი, ან ოდნავ მოგვიანებით, 5 საათის განმავლობაში. რაც უფრო მეტი გამღიზიანებელი მოხვდება ორგანიზმში, მით უფრო მძიმედ და ხანგრძლივად მიმდინარეობს შოკური რეაქცია, თუმცა ნივთიერების დოზა და ორგანიზმში მოხვედრის გზა შოკის აღმოცენებისთვის გადამწყვეტი არ არის. პირველი სიმპტომი, ჩვეულებრივ, პრეპარატის შეყვანის ადგილას გამოხატული რეაქციაა. ის მჟღავნდება ტკივილით, შეწითლებით, შესივებით, ქავილით. თუ პრეპარატი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გავლით მოხვდა ორგანიზმში, იწყება ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, შუპდება ხორხი.
ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია:

არტერიული წნევის დაცემა კოლაფსამდე;
ცნობიერების დაკარგვა ან არევა, კრუნჩხვა, აღგზნებადობა,
თავბრუხვევა;
სიფითრე, კანის მოლურჯო ელფერი, წებოვანი ოფლი;
ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარი;
სახის, კისრის ქსოვილების შეშუპება;
სახის შეწითლება;
ღებინება, მუცლის ტკივილი;


ბრონქოსპაზმი, რომელსაც თან ახლავს სიკვდილის შიში, ქოშინი, გულზე ზეწოლისა და ჰაერის უკმარისობის შეგრძნება.
 ანაფილაქსიური შოკის დრ­ოს გადაუდებელი დახმარება ადამიანს პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე უნდა გაეწიოს. ეს მდგომარეობა ორგანიზმის ყველა სისტემას აზიანებს. თუ ადამი­ანს განმეორებით აქ­ვს შოკური რეაქცია, ის უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ანაფილაქსიური შოკის დროს სასწრაფო დახმარების გამოძახება აუცილებელია ალერგიის თუნდაც მინიმალური ნიშნების არსებობისას, რომელსაც თან ახლავს არტერიული წნევის დაქვეითება და პულსის ცვლილება. ავადმყოფი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მას კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.
ექიმამდელი დახმარება გულისხმობს შემდეგს:

უწინარესად, უნდა მოშორდეს ალერგენი: განიავდეს შენობა, შეწყდეს პრეპარატის შეყვანა, დაედოს ლახტი ნაკბენის ან ინექციის ადგილის ზემოთ, ჭრილობა დამუშავდეს ანტისეპტიკით, დაედოს ცივი;

  • ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ, წნევის დაქვითების შემთხვევაში ფეხები მაღალზე შევაწყობინოთ, თავი გვერდზე გადავუწიოთ, გამოვუწიოთ ქვედა ყბა, მოვაშოროთ კბილის პროთეზი;
  • გავუზომოთ პულსი, წნევა, ყურადღება მივაქციოთ სუნთქვას;
  • მივცეთ ნებისმიერი ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც ხელთ გვაქვს (ტავეგილი, სუპრასტინი, ფენკაროლი).
  • სასწრაფო დახამრების ბრიგადის მოსვლის შემდეგ ექიმს მივაწოდოთ ინფორმაცია რეაქციის დაწყების ზუსტ დროზე, სიმპტომებზე, გაწეულ დახმარებაზე, ანამნეზზე, თუ ის ჩვენთვის ცნობილია.