პირველადი დახმარება მოტეხილობის დროს


მოტეხილობების დროს მთავარია - უძრაობა, მოტეხილი კიდურის, ან მიდამოს იმობილიზაცია. დაზიანებულ უნაბში ნებისმიერმა მოძრაობამ შეიძლება განაპირობოს ტკივილისმიერი შოკი, გონების დაკარგვა და ირგვლივმდებარე ქსოვილების დამატებითი დაზიანება. ამასთან თუ დაზარალებული ჩივის ვარდნის ან დარტყმის მერე ამბობს ტკივილზე, რომელიც ძლიერდება მოძრაობის და შეხების დროს, არ არის საჭირო ფიქრი, არის მოტეხილობა, ამოვარდნილობა და სერიოზული ტრავმა თუ არა, ნებისმიერი შემთხვევაში საჭიროა კიდურის იმობილიზაცია და სასწრაფოს გამოძახება.
ტრანსპორტირებისთვის აუცილებელია რაიმე მყარი, რომ გამოირიცხოს დაზიანებული ნაწილების მოძრაობა. თუმცა ეს უნდა გააკეთოს მედიკებმა, სასწრაფოს პერსონალმა. რადგანაც ისინი ჯერ შეიყვანენ ტკივილგამაყუჩებელს და იმობილიზაციასაც გააკეთებენ უფრო ორგანიზებულად და უმტკივნეულოდ. თუ დაზარალებულს აქვს ღია მოტეხილობა - აუცილებელია ჭრილობის დეზინფიცირება და დამწოლი ნახვევის დადება სისხლდენის შესაჩერებლად სასწრაფოს მოსვლამდე, რადგანაც სისხლის დანაკარგის გამო შეიძლება უფრო სერიოზული გართულებები იყოს, ვიდრე მოტეხილობისგან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დამოუკიდებლად მოტეხილობის ან ამოვარდნილობის ჩასწორება. მით უმეტეს არ შეიძლება გამოჩხერილი ძვლების ჭრილობაში ჩაბრუნება. დაზარალებულის მდგომარეობის შესამსუბუქებლად აუცილებელია ყინულის დადება, შეშუპების შესამცირებლად და ტკივილგამაყუჩებელი და თბილად შეფუთვა. თუ არ არის საშუალება სასწრაფოს გამოძახება, მაშინ საჭირო იქნებოდა ვინმემ მოახდინოს იმობილიზაცია და დაზარალებულის ტრანსპორტირება. ლახტი შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერი მასალისგან (ჯოხი, წკნელები, დაფა, თხილამური და ა.შ). ლახტის დადებისას უნდა გაითვლისწინონ:
იმობილიზაცია კეთდება არა უმცირეს 2 სახსარზე (მოტეხილობის ზემო და ქვემო სახსარზე);
იმობილიზაცია არ კეთდება სხეულის შიშველ ნაწილზე (აუცილებელია ბამბა, მარლა, ტანსაცმელი და ა.შ);
იმობილიზებული კიდური არ უნდა მოძრაობდეს.