მარტივი რჩევები, თუ როგორ მოვემზადოთ ზამთრის სეზონისათვის


   შემოდგომა-ზამთარის სეზონი მზიანი ზაფხულის შემდეგ განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს, რადგანაც შემოდგომა გაციებისა და ინფექციური დაავადადების ტრადიციული დროა. ავად გახდომა კი არავის უყვარს. ზამთარში ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით უჭირს ვირუსებთან ბრძოლა. სტატისტიკის მიხედვით, ყველა ადამიანს სეზონზე გადააქვს 3-4 ტიპის გაციება. გრიპი კი, უფრო მეტი სიხშირით გვხვდება. ალბათ დამეთანხმებით, საკმაოდ არასასიამოვნოა 3 კვირით აქტიური ცხოვრების ტემპს ჩამოშორება, თან მაღალი ტემპერატურით. ზამთარში ინფექციური დაავადებებისგან თავის ასარიდებლად, ორგანიზმი წინასწარ უნდა შევამზადოთ ორგანიზმზე ზრუნვა აქედანვე უნდა დავიწყოთ, სანამ ზამთრის დადგომამდე დროა დარჩენილი.

 

 კვება

   ადამიანის ორგანიზმს, ისევე როგორც ყველა ცოცხალ არსებას, სჭირდება ზამთრის პერიოდში კვების რაციონის კორექტირება. მიკრობებისგან თავის დასაღწევად საჭიროა საკვები პროდუქტების დოზირების შემდეგნაირი გადანაწილება: ცილები - 15%, ცხიმები - 20 %, ნახშირწყლები - 65%.

   თუ გსურთ წონაში დაკლება, იდეალური სხეულის ფორმების მიღებაში ზამთრის სუსხი ვერ შეგიშლით ხელს. ცხოველური ცილები შისაძლოა, ჩავანაცვლოთ მცენარეულით, რომელიც გვხვდება მარცვლოვან კულტურაში: ბარდა, სოიო, ლობიო ან ოსპი. ცხოველური ცხიმების ჩანაცვლება კი, აუცილებელია მცენარეული ცხიმებით. შეეცადეთ მიიღოთ რთული ნახშირწყლები იმ პროდუქტებისგან, რომლებიც მდიდარია ცელულოზით: მარცვლეულის პური, ხილი და ბოსტნეული. თუ თქვენი ორგანიზმი ითხოვს ტკბილეულს, შეეცადეთ მიიღოთ ჩირი ან თაფლი. ასეთი კვება არა მარტო გააძლიერებს თქვენი ორგანიზმის იმუნურ სისტემას, არამედ დაგეხმარებათ საგრძნობლად დაიკლოთ წონაში.

 

 

 

ფიზიკური აქტივობა

   ზამთრის ცივ ამინდებში ბევრისთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია სასეირნოდ გასვლა. მანქანის დატოვება და მცირე მანძილზე გავლაც კი გვეზარება, მაგრამ შეგვიძლია სეირნობა ჩავანაცვლოთ  სპორტდარბაზში ვარჯიშით, ან ცეკვის გაკვეთილებით, საცურაო აუზით. ასეთი აქტივობა დაგეხმარებათ მუდმივად იყოთ ფორმაში, შეგძენთ მეტ ენერგიას და, რაც მთავარია, თქვენს ორგანიზმს გაამკვრივებს და დაიცავს მას ვირუსული დაავადებებისაგან.

 

 

გარდერობი

   სეზონის ცვლილებასთან და აციებასთან ერთად აუცილებელია ამინდის შესაბამისად ჩაცმა - გაეცანით ამინდის პროგნოზსს და ნუ მოგატყუებთ შემოდგომის მზე. თუმცა აღასნიშნავია, რომ თბილად ჩაცმა არ გულისხმობს თბილ ტანსაცმელში გახვევას. გაეცანით სეზონის ტრენდულ მიმართულებებს და გაითვალისწინეთ სამი ძირითადი საკითხი: სასურველია ფეხები და ხელები გქონდეთ თბილად; ასევე უარს ნუ იტყვით შარფზე, რათა ყელი დაიცვათ გაციებისაგან.

 

 

 გრიპის ვაქცინაცია

   სიცივის მოახლოებასთან ერთად გრიპის და ვირუსული დაავადებების საშიშროებაც მოახლოვდა. ამიტომ ეს ის დროა, როდესაც განსაკუთრებით გავუფრთხილდეთ ჩვენს ორგანიზმს და ჩავიტაროთ გრიპის ვაქცინაცია. ვაქცინას გააჩნია მყარი იმუნიტეტი 6 თვე. გრიპის გადატანის ან ვაქცინაციის შემდგომ ყალიბდება დროებითი იმუნიტეტი, რომლის საშუალო ხანგრძლივობა 1 წელია და მერყეობს ადამიანის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ვაქცინაში გამოყენებული ანტიგენების შესაბამისად. ამდენად, გრიპის ვირუსისაგან თავის დასაცავად აუცილებელია ყოველწლიური ვაქცინაცია წინა წელს დაავადების გადატანისა, თუ ვაქცინაციის ჩატარების სტატუსის მიუხედავად.

 

 

 

ვიტამინები

   პროფილაქტიკისთვის, დილა-საღამოს ყელი გამოივლეთ მცენარეული ნაყენით, მაგალითად შალფეი, ხველების და ანგინის გამოსარიცხად. თუ გაციებამ მაინც მოაღწია თქვენამდე და  პირველი ნიშნები შეგემჩნევათ, ძილის წინ ფეხები ცხელ წყალში ჩადგით, ჩაამატეთ შალფეის ექსტრაქტი ან გვირილის ნაყენი. ძილის წინ მენთოლიანი ჩაის მიღება კი, უზრუნველყოფს თქვენს ჯანსაღ და ღრმა ძილს.

   მწვანე ჩაი ჟასმინის არომატით, ასევე იდეალური საშუალებაა იმუნიტეტის გასაჯანსაღებლად, ჩაი კარკადე აძლიერებს სახსრებს, ამაღლებს ტონუსს, ხოლო ლიმონის მჟავა აფერხებს მავნე ბაქტერიების შეტევას დასუსტებული ორგანიზმის მიმართ. ასევე, რაციონს დაამატეთ ციტრუსები, პომიდორი და კივი. ეს პროდუქტები შეიცავს თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს. აღსანიშნავია,რომ ერთი კივი შეიცავს 250 მგ. ვიტამინს - ეს კი, 2 ფორთოხლის  და 4 პამიდორის ტოლფასია.

 

   ზამთართან გამკლავებაში მთავარია გვახსოვდეს, შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა. ამინდი არ განსაზღვრავს ხასიათს და არ მივცეთ მას სტრესის გამოწვევის საშუალება.