ჰემოგლობინის ნორმები


ჰემოგლობინის ნორმები და როგორ ავიცილოთ თავიდან ჰემოგლობინის პრობლემები?

ექიმს უნდა მიმართოთ არამარტო დაბალი, არამედ მაღალი ჰემოგლობინის შემთხვევაშიც.

გ/ლ-ში გამოსახული მაჩვენებელი ძველ ერთეულებში
ჩვენს დედებსა და ბებიებს ჯერ კიდევ ახსოვთ ჰემოგლობინის ძველი ნორმები. იმისთვის, რომ გ/ლ-ში გამოსახული თანამედროვე მაჩვენებელი ძველ ერთეულებში გადავიყვანოთ, საკმარისია ახალი მაჩვენებელი გავამრავლოთ 0,6-ზე. ამგვარად, ძველი მაჩვენებლებით ჰემოგლობინის ნორმა ასეთია: მამაკაცებისთვის - 78 ერთეული, ქალებისთვის - 72 ერთეული, ორსულებისთვის - 66 ერთეული.

 ჰემოგლობინის ასამაღლებელი საუკეთეს პროდუქტები:
მარწყვი;
გაღვივებული ხორბალი;
ოხრახუში, კამა;
ასკილი (არ წამოდუღოთ, ნაყენი მოამზადეთ თერმოსში. დღეში 1-2 ჭიქა უნდა მიიღოთ. შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის წვენი და თაფლი);
ჭარხალი;
მოცხარი;
გარგარი;
გოგრისა და სეზამის თესლები;
ჩირი (კურაგა, ფინიკი, მსხალი, ქიშმიში, შავქლიავი); ზღვის მშრალი კომბოსტო; შოკოლადი, პარკოსნები; ხილი (ვაშლი, ბროწეული, ხურმა);
ბურღულეული (წიწიბურა, შვრია);
თხილი და ნიგოზი (100 გრამ თხილეულზე 1 ჩ/კ თაფლი).

 უნდა იცოდეთ, რომ ...
ორგანიზმი რკინას c ვიტამინთან ერთად უკეთესად ითავსებს. ამიტომ რკინით მდიდარ საკვებს მოასხით ლიმონის, ფორთხოლის წვენი. კალციუმი კი ხელს უშლის რკინის შეთვისებას. ამიტომ, რძისა და რკინის შემცველი პროდუქტები ერთად არ მიირთვათ.

 რა გიშლით ხელს ჰემოგლობინის აწევაში?
არასწორი ცხოვრების წესი;
მავნე ჩვევები;
სტრესი;
დასვენებისა და სუფთა ჰაერზე სეირნობის არარსებობა;
ჩაის, ყავისა და კოლას მიღება. ჩია და ყავა ორგანიზმიდან რკინას გამოდევნის; მიშვებული დაავადება და არასწორი მკურნალობა.

თუ დაბალი ჰემოგლობინი გაქვთ, მის აწევას მხოლოდ პროდუქტებით ვერ შეძლებთ. რა თქმა უნდა ჯანსაღი კვება აუცილებელია, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობაც გესაჭიროებათ. როგორც კი ჰემოგლობინი ნორმაში ჩადგება, გაამდიდრეთ რაციონი რკინის შემცველი პროდუქტებით.

ქალის ჰემოგლობინის ნორმალურ ნორმად ითვლება 120-140 გ/ლ, ფეხმძიმესთვის 110-140 გ/ლ. მამაკაცისთვის ნორმად ითვლება 130-160 გ/ლ
ბავშვების ჰემოგლობინის ნორმა იხილეთ ცხრილში: