გაზიარება:

პაციენტის მეგზური

    რა მივირთვათ შემოდგომაზე სასურველი წონის შესანარჩუნებლად

    რა მივირთვათ შემოდგომაზე, ჯანსაღი სხეულისა და სასურველი წონის შესანარჩუნებლად.

    საერთაშორისო დღე - „არა ლიფს!“ (no bra day)

    13 ოქტომბერს საერთაშორისო დღე „არა ლიფს“ აღინიშნება. აქცია „არა ლიფს“ (no bra day) მიზნად ისახავს ძუძუს კიბოთი დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოუწოდებს ქალებს ხშირად მიმართონ ექიმს სკრინიგისათვის.

    მარტივი რჩევები, თუ როგორ მოვემზადოთ ზამთრის სეზონისათვის

    შემოდგომა-ზამთარის სეზონი მზიანი ზაფხულის შემდეგ განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს. ორგანიზმზე ზრუნვა აქედანვე უნდა დავიწყოთ. წარმოგიდგენთ მარტივ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ ზამთრის სეზონისათვის.

    ორსულთა ვაქცინაცია

    სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებისათვის. ფეხნძიმობის პერიოდში ჩატარებული ვაქცინაციის შემთხვევაში, თქვენ და თქვენი პატარა დაცული ხართ ვირუსული დაავადებისაგან! 

    სეზონური გრიპი და ვაქცინაცია

    გრიპის ვაქცინაცია მედისონის პოლიკლინიკებში! ჩაიტარე გრიპის ვაქცინაცია და იყავი დაცული ვირუსისაგან! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად ითვლება გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაცია.

    ბიჭის სიმაღლისა და წონის ნორმები

    ყველა მშობელს აინტერესებს, რამდენად სწორად მიმდინარეობს მისი შვილის ზრდის პროცესი, ჯდება თუ არა ნორმებში მისი სიმაღლე და წონა.
    არსებობს გარკვეული ნორმები, რომლებიც დადგენილია პედიატრების მიერ.

    იხილეთ ცხრილი და შეადარეთ ბავშვის წონასა და სიმაღლეს. საშუალო მაჩვენებელი ე.წ. იდეალური მაჩვენებელია. დასაშვებია მონაცემები, რომლებიც ნორმის ფარგლებში ჯდება.

    პირველი დახმარება ანაფილაქსიური შოკის დრო

    ანაფილაქსიური შოკი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. ის წარმოადგენს ორგანიზმის პასუხს ალერგენის მოქმედებაზე. ანაფილაქსიური შოკი ძალიან საშიში მდგომარეობაა, რომელიც შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს მოქმედების ალგორითმი ანაფილაქსიური შოკის დროს, რადგან თუ პირველი დახმარება დროულად იქნა გაწეული, ადამიანი გადარჩება.

    ორსულთა კვება

    ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის, ნაყოფის სრულყოფილი ზრდა-განვითარებისა და მშობიარობის ნორმალური წარმართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას რაციონალური კვება წარმოადგენს. სწორი კვება უდიდეს როლს ასრულებს ანემიის, ორსულთა ტოქსიკოზის, ნაყოფის ჰიპოქსიის, სამშობიარო მოქმედებების ანომალიებისა და სხვა გართულებათა პროფლაქტიკაში.

    ჰემოგლობინის ნორმები

    ჰემოგლობინის ნორმები და როგორ ავიცილოთ თავიდან ჰემოგლობინის პრობლემები?

    ექიმს უნდა მიმართოთ არამარტო დაბალი, არამედ მაღალი ჰემოგლობინის შემთხვევაშიც.

    გ/ლ-ში გამოსახული მაჩვენებელი ძველ ერთეულებში
    ჩვენს დედებსა და ბებიებს ჯერ კიდევ ახსოვთ ჰემოგლობინის ძველი ნორმები. იმისთვის, რომ გ/ლ-ში გამოსახული თანამედროვე მაჩვენებელი ძველ ერთეულებში გადავიყვანოთ, საკმარისია ახალი მაჩვენებელი გავამრავლოთ 0,6-ზე. ამგვარად, ძველი მაჩვენებლებით ჰემოგლობინის ნორმა ასეთია: მამაკაცებისთვის - 78 ერთეული, ქალებისთვის - 72 ერთეული, ორსულებისთვის - 66

    პირველადი დახმარება ჭრილობის დროს

    არსებობს სამი სახის სისხლდენა:
     
    1) სისხლი ცოტაა. ამ დროს ინფექციის საშიშროება მეტია. პირველი დახმარება იმით გამოიხატება, რომ მოვბანოთ ჭრილობა დასალევად ვარგისი ნებისმიერი უფერო სითხით და შევახვიოთ სუფთა ქსოვილით.
     2) სისხლი ბევრია. ამ დროს არსებობს სისხლის დაკარგვის საშიშროება. დააფარეთ ჭრილობას რამდენიმე ფენად გაკეცილი ქსოვილი და გააკეთეთ დამწოლი ნახვევი. თუ სისხლი ისევ ჟონავს, ჭრილობაზე ქსოვილი კიდევ დაახვიეთ (სისხლით გაჟღენთილი არ მოხსნათ!) და ძლიერად დააწექით სისხლმდინარ არეს.