გაზიარება:

საოჯახო მედიცინა

    საოჯახო მედიცინა/თერაპია
     
    საოჯახო მედიცინის მიმართულებას შეუძლია მომსაახურება გაუწიოს ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანს. საოჯახო მედიცინის მიმართულება არის  პაციენტის   გზამკვლევი და სამედიცინო გზის დამგეგმავი. ოჯახის  ექიმისთვის პაციენტთან ურთიერთობა უწყვეტი პროცესია, მითუმეტეს ბავშვებში. იგი ხანგრძლივად, ზოგჯერ კი სრულწლოვანებამდე გრძელდება. შედეგად, ექიმმა კარგად იცის როგორ ჩამოუყალიბდა კონკრეტულ პაციენტს დაავადება, როგორ მიმდინარეობს იგი - ასეთი ცოდნა კი მას საშუალებას აძლევს მართოს დაავადება.
     
    ოჯახის ექიმი უწევს კოორდინაციას  პაციენტის მიერ სამედიცინო სერვისები მიღებას. თუმცა მედისონის ამბულატორიებში ოჯახის ექიმი/თერაპევტი აქტიურად ემსახურება 18 + ასაკის პაციენტებს, ახდენს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორების შეფასებასა და მართვას.
     
    ასევე, ემსახურება პაციენტის განათლებას ცხოვრების ჯანსაღი წესისა და დაავადებათა რისკ-ფაქტორების მოდიფიცირების შესახებ. მართავს პაციენტის ქრონიკულ და კომპლექსურ დაავადებებს, რომლებსაც სჭირდებათ მუდმივი მეთვალყურეობა და მედიკამენტური თერაპია.
     
     
     
    პედიატრიული სამსახური ზრუნავს 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობაზე და განვითარებაზე, მწვავე და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების გამოკვლევასა და მართვას, ასაკობრივ იმუნიზაციას, ბავშვთა გლობალური განვითარების შეფასებასა და ხელშეწყობას, საგანმანათლებლო მუშაობას მშობლებთან ბავშვთა ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესის შესახებ, ბინაზე პედიატრიულ ვიზიტებს, ახალშობილთა პატრონაჟს.
     
     
    ბლოგები:
     
     
     

    ექიმები