მოლარე-რეგისტრატორი

უკან

 

მედისონის ამბულატორიული ქსელი აცხადებს ვაკანსიას  მოლარე-რეგისტრატორის  პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო განათლებას);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS office მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • პაციენტის ოპერატიული, თავაზიანი მომსახურება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • შიდა სამუშაო პროგრამაში პაციენტის რეგისტრაცია;
  • ამბულატორიული ბარათის გახსნა, დაარქივება/შენახვა არსებული წესების დაცვით;
  • მომხმარებელთა ინფორმირება მიმდინარე აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;  
  • პრობლემის დაფიქსირება და უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და  ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება.

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული მეტყველების და აზრის გადმოცემის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი. ვაჟა ფშაველას გამზ 83/11
  • სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ  ელ-მისამართზე hr@medison.ge   

 „subject” ველში  მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

გასაუბრება ჩატადება შერჩეულ კანდიდატებთან.