ოტოლარინგოლოგია
მედისონის კლინიკების ოტოლარინგოლოგიის განყოფილება გთავაზობთ მაღალკვალიფიციური ოტოლარინგოლოგების მომსახურებას:
ჩვენი ოტოლარინგოლოგები სპეციალიზირებული არიან ოტოლარინგოლოგიული ორგანოების ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა: ოტიტი, ფარინგიტი, რინიტი, ნუშურა ჯირკვლების ქრონიკული ანთება (ქრონიკული ტონზოლიტი) ჰაიმორიტის, ლარინგიტის მკურნალობა, გოგირდის საცობების ამოღება.
ასევე გთავაზობთ მომსახურებებს როგორიცაა:

• ყურის სხვადასხვა დაავადებების (გარეთა სასმენი მილის ანთება, უცხო სხეული, გოგირდოვანი საცობი, შუა ყურის მწვავე და ქრონიკული დაავადებები) დიაგნოსტიკა ოტოსკოპით და მანიპულაციები;
• ცხვირის ღრუსა და ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებების (ქრონიკული და მწვავე ჩირქოვანი ჰაიმორიტი, ფრონტიტი) დიაგნოსტიკა, მკურნალობა , ელექტრო შემწოვი აპარატით ცხვირის და დანამატი ღრუების გამორეცხვა ანტისეპტიკური ხსნარით;
• ცხვირის წინა ტამპონადა , ცხვირის ძგიდეზე სისხლმდენი კაპილარების მოწვა; 
• ევსტაქიტის დროს ცხვირში ჩაბერვა პოლიცერის ბალონით;
• ხახის და ნუშურა ჯირკვლების სანაცია.