გაზიარება:

ბლოგი

    04ივლ
    2018
    ვიტამინი D - ჯანმრთელობისათვის აუცილებელი კომპონენტი!

    ვიტამინი D ორგანიზმს ეხმარება დაარეგულიროს კაცლისა და ფოსფატის რადენობა ორგანიზამში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ძვლების, კბილებისა და კუნთების სიჯანსაღეს. უმეტეს შემთხვევაში, მზის სხივების დახმარებით, ჩვენი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ვიტამინი  D სრულიად საკმარისია. თუმცა თუკი, სხვადასვა მიზეზების გამო, ვერ ხდება საკმარისი რაოდენობის ვიტამინის გამომუშავება, სასურველია ვიტამინი D-ს მიღება, საკვების ან საკვების დანამატის სახით.

    ვრცლად
    04ივლ
    2018
    სილამაზის ტოპ 10 პროდუქტი აკნეს წინააღმდეგ

    აკნე საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და განსაკუთრებით ხშირად თავს გარდატეხის ასაკში იჩენს. აკნესთან ბრძოლა საკმაოდ რთული საკითხია, თუმცა არსებობს ხერხები, რომლებიც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სუფთა და მბზინვარე კანი. 

    ვრცლად
    04ივლ
    2018
    ტონზილიტი (ანგინა)

    ტონზოლიტი არის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ხახის რგოლის ლიმფური წარმონაქმნების ანთებასთან. ექიმები ანსხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ტონზილიტს. მწვავე ტონზოლიტს უფრო ხშირად უწოდებენ ანგინას.

    ვრცლად
    04ივლ
    2018
    მაგნეზიუმით მდიდარი საკვები

     მაგნეზიუმი აუცილებელი მინერალია ორგანიზამისათვის. მისი დახმარებით ჩვენი ორგანიზმი უმკლავდება დაღლილობასა და გაღიზიანებას.

    ვრცლად
    04ივლ
    2018
    12 საკვები პროდუქტი ჯანმრთელი გულისათვის!

    დაიცავით თქვენი გული სხვადასხვა გართულებებისაგან! შეიტანეთ თქვენს კვებით რაციონში აღნიშული გემრიელი და სასარგებლო საკვები.

    ვრცლად
    04ივლ
    2018
    ჰაიმორიტის მკურნალობა

    ჰაიმორიტი– ჩირქოვანი ანთებითი დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად წარმოიქმნება ისეთი გაცივების გამო წარმოქმნილი ინფექციური დაავადებების გართულების შედეგად, როგორიცაა გრიპი, სურდო, მწვავე რესპირატორული ინფექცია და ა.შ. ასევე, ჰაიმორიტით დაავადებისკენ მიდრეკილება აქვთ გაღუნული ცხვირის ტიხარის ან ცხვირის ღრუს აგებულების თანდაყოლილი ანომალიების მქონე ადამიანებს. ხშირად ჰაიმორიტი წარმოიქმნება კბილის ფესვის არადროული მკურნალობის გამო, ასევე, ჰაიმორის წიაღში ჩირქოვანი ინფექციის მოხვედრის შემდეგ სისხლის სადინარების გავლით.

    ვრცლად
    04ივლ
    2018
    ლარინგიტი

    ხორხის ანთებაა, დაავადების მიზეზს ჩვეულებრივ, წარმოადგენს გაციებით გამოწვეული დაავადებები, გრიპი, ქუნთრუშა, ყივანახველა. დაავადებას თან სდევს ყელის სიმშრალე, ყელში ღიტინი, ტკივილის შეგრძნება ყლაპვის დროს, ხმის კვანძების შესუსტება, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში მოსდევს ხმის სრული დაკარგვა, ხველა. ექიმები ანსხვავებენ ამ დაავადების ორ ტიპს: მწვავე  ლარინგიტი და ქრონიკული ლარინგიტი, მწვავე ლარინგიტი წარმოიქმნება არა მხოლოდ ორგანიზმში მიმდინარე სხვა ანთებით პროცესებთან და დაავადებებთან ერთად, არამედ როგორც დამოუკიდებელი დაავადებაც, ყველაზე ხშირად ამის მიზეზი ხდება ადგილობრივი გადაცივება ან ხმის ზომაზე მეტი გადატვირთვა.

    ვრცლად
    04ივლ
    2018
    პირველადი დახმარება მოტეხილობის დროს

    მოტეხილობების დროს მთავარია - უძრაობა, მოტეხილი კიდურის, ან მიდამოს იმობილიზაცია. დაზიანებულ უნაბში ნებისმიერმა მოძრაობამ შეიძლება განაპირობოს ტკივილისმიერი შოკი, გონების დაკარგვა და ირგვლივმდებარე ქსოვილების დამატებითი დაზიანება. ამასთან თუ დაზარალებული ჩივის ვარდნის ან დარტყმის მერე ამბობს ტკივილზე, რომელიც ძლიერდება მოძრაობის და შეხების დროს, არ არის საჭირო ფიქრი, არის მოტეხილობა, ამოვარდნილობა და სერიოზული ტრავმა თუ არა, ნებისმიერი შემთხვევაში საჭიროა კიდურის იმობილიზაცია და სასწრაფოს გამოძახება.

    ვრცლად
    04ივლ
    2018
    რკინის შემცველი პროდუქტები - თქვენი პატარების ჯანსაღი განვითარებისთვის!

    ნებისმიერი პედიატრის განმარტებით,  ექვს თვემდე ბავშვისათვის საუკეთესო საკვებად დედის რძე ითველბა. ექვსიდან რვა თვის ასაკისთვის, ბავშვის ორგანზმში რკინის ბუნებრივი მიწოდება ფერხდება, რადგან სწორედ ამ ასაკში პატარა ნელ-ნელა იწყებს ბუნებრივ კვებასთან განშორებასა და მის ნაცვლად მყარი საკვების მიღებას.

    დედის რძე არის ორგანიზმში რკინის მიწოდების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. ამიტომ, მნიშვნელოვანია ბუნებრივი კვების შემცირებასთან ერთად,  ბავშვის ახალი, მყარი საკვების რაციონი, რკინით მდიდარ პროდუქტებსაგან შედგებოდეს.

    ვრცლად
    04ივლ
    2018
    ბავშვის ძილის საათებისა და კვების რაოდენობა

    სიცოცხლის პირველი წუთიდან ყველა დედა ახალშობილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე იწყებს ზრუნვას. ასაკის შესაბამისად, ძილის საათების რაოდენობა და კვება, ბავშვის სწორი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

    პირველ თვეებში, პატარა მეტ დროს ძილში ატარებს და მისი კვებათა შორის შუალედი მცირეა. ბავშვის ზრდასთან ერთად ძილის საათები კლებულობს, ხოლო კვებათა შორის შუალედი იზრდება.

    ვრცლად