13ოქტ
2017
საერთაშორისო დღე - „არა ლიფს!“ (no bra day)


   13 ოქტომბერს საერთაშორისო დღე „არა ლიფს“ აღინიშნება. აქცია „არა ლიფს“ (no bra day) მიზნად ისახავს ძუძუს კიბოთი დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოუწოდებს ქალებს ხშირად მიმართონ ექიმს სკრინიგისათვის.

   13 ოქტომბერს ქალბატონებმა სახლი ლიფის გარეშე უნდა დატოვონ. სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად, ათასობით ქალი ავადდება ძუძუს კიბოთი - დაახლოებით 250 000 შემთხვევა კიბოს აგრესიული ფორმა ფიქსირდა ქალბეში, ხოლო 2 600 შემთხვევა მამაკაცებში.

 

 

 

ისტორია

   საერთაშორისო, არაოფიციალური, დღე - „არა ლიფს“ (no bra day) დაარსდა ძუძუს კიბოს  შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, და ასევე, ეხმარება მსოფლიო კვლევით ცენტრებს დაავადების კვლებების ჩატარებისთვის დაფინანსების გაზრდაში, რათა ხელი შეეწყოს კვლევის განვითარებას. ყოველი 8 ქალიდან ერთს უწევს ბრძოლა ამ დაავადებასთან, ქალების უმეტესობა მკურნალობის შედეგად დიდ პროგრესს აღწევს, თუმცა, სამწუხაროდ, არის ლეტალური შემთხვევებიც.  

   ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა და ქალებს ეხმარება, შეახსენოს, მამოლოგთან პერიოდული ვიზიტის აუცილებლობა. 2004-დან 2010 წლამდე არსებული მონაცემებით, ქალების 89 % გადაურჩა დაავადებას დროული დიაგნოსტიკის დახმარებით. საერთაშორისო კიბოს კვლევითი ცენტრის შედეგების მიხედვით, წელს 230 000 ქალი გამოვლინდება აღნიშნული დაავადებით, აქედან 40 000 დასრულდება ლეტალურად.

 

 

 

როგორ შევუერთდეთ აქციას მკერდის კიბოს წინააღმდეგ?

   ამ დღის აღნიშვნა ძალიან მარტივია, ქალბატონებო, თქვენ უბრალოდ უნდა დატოვოთ ლიფი სახლში. ასევე, ჩანიშნეთ ვიზიტი მამოლოგთან და მოუწოდეთ სხვებსაც გააკეთონ იგივე. ამ მარტივი გზით, თქვენ შეძლებთ თავიდან აირიდოთ ვერაგი დაავადება და დაეხმაროთ სხვასაც.

 

გახსოვდეთ, დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა მნიშვნელოვანია თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად.