11ოქტ
2017
ორსულთა ვაქცინაცია


   სეზონური ვირუსი არის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ყოველწლიურად ცირკულირებს და განაპირობებს ადამიანთა გრიპით ავადობას. ამჟამად, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ინფექციაა. სეზონური გრიპის ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე ხდება: ცემინებით, ხველით და ვირუსით დაინფიცირებულ ნივთებთან შეხებისას. ვირუსული დაავადების თავიდან ასაცილებლად მოერიდეთ: პირის, ცხვირისა და თვალის მიდამოსთან შეხებას, ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ხშირად გაანიავეთ ოთახები. ორსულები განსაკუთრებით საყურადღებო ჯგუფია, ფრთხილად იყავით, თუ ფიქრობთ, რომ გრიპი გაქვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. სეზონური გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე მიმდინარეობით.

 

   ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი საშუალებაა ვაქცინაცია. ვაქცინა-იგივე: „ვაქცინაცია“ ან „იმუნიზაცია“, არის საშუალება, რომელიც ადამიანს იცავს სხვადასხვა ვირუსული დაავადებისაგან.  ის ამზადებს ორგანიზმს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებთან საბრძოლველად.

 

   გრიპის საწინააღმდეგო აცრა რეკომენდირებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ორსულობის დაგეგმვისას, ასევე ორსულებისთვის. ორსულებს უვითარდებათ სუსტი იმუნიტეტი, ამირომ გაცილებით მეტად ზიანდებიან გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში და აქვთ მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკი. შესაძლოა შეექმნათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა, მძიმე პნევმონია და სხვა... გრიპის ვაქცინა-კი, ორსულებს იცავს გართულებებისგან და ამცირებს ლეტალობას.

 

   ორსულობის პერიოდში ჩატარებული ვაქცინაციის შემთხვევაში, თქვენ ხართ დაცული ვირუსული დაავადებისგან, ასევე დაცულია თქვენი პატარა დაბადებიდან რამდენიმე თვის მანძილზე. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდირებულია ორსულობის ნებისმიერ ვადაზე.

 

   ვირუსის სეზონური მატება იწყება ოქტომბერსა და ნოემბერში, ვაქცინაცია ეფექტურია გრიპის სეზონის დაწყებამდე. ზოგი ვაქცინა იმუნიტეტს გამოიმუშავებს ერთჯერადი აცრის შემდეგ, ზოგისთვის საჭიროა ორჯერადად აცრა. იმუნიტეტის გამომუშავება ხდება იმუნიზაციიდან რამდენიმე კვირაში.

 

   თუ ხართ ორსული და ჯერ კიდევ არ აცრილხართ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო  ვაქცინაციით, მაშინ მიმართეთ მედისონის პოლიკლინიკას თქვენთვის ხელსაყრელი ლოკაციის მიხედვით.

 

 

სამედიცინო ჰოლდინგი მედისონის პოლიკლინიკები მდებარეობს მისამართებზე:

 

  • საბურთალო: ვაჟა-ფშაველას გამზ. 83/11
  • მუხიანი: გობრონიძის ქ. 27
  • ვარკეთილი: კალოუბნის ქ. 12

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საინფორმაციო სამსახურს: 247 06 06