09იან
2019
ხველის მიზეზები


 

ხველის მიზეზი, ყველაზე ხშირად, სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ბაქტერია, ვირუსი და სხვა მიკროორგანიზმებია.

 

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ რამ შეიძლება გამოიწვიოს ხველა:

  1. ვირუსები : გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი და სხვა;
  2. ბაქტერიები: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ლეგიონელა და სხვა;
  3. მიკროპლაზმები;
  4. ალერგია: მტვერი, ცხოველების ბეწვი, ოთახის მცენარეები, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების აორთქლება (წებო, საღებავი, სარეცხი საშუალება და სხვა.);
  5. თამბაქოზე დამოკიდებულება, მათ შორის პასიური მწეველობა;
  6. საკვების ნარჩენები (როდესაც საკვების პატარა ნაწილები რჩება, და აღიზიანებს ყელს);
  7. ცივი სასმელები;
  8. ზედმეტად ცივი ან ზედმეტად ცხელი ჰაერის შესუნთქვა;
  9. სამკურნალო პრეპარატების გვერდითი მოვლენა;
  10. ემოციური არამდგრადობა;
  11. ფილტვების აბსცესი, ალერგია, ასკარიდოზი, კრუპი, ლარინგიტი, ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება, პლევრიტი, პნევმონია, რინიტი, სინუსიტი, ტუბერკულიოზი, ფარინგიტი და სხვა;

 

 

ხველის სახეობები:

მიზეზების და სიმპტომების მიხედვით არსებობს სხვადასხვა სახეობის ხველა:

 

სიძლიერის მიხედვით:

  1. წამოხველება;
  2. ძლიერი ხველა’

 

ხანგრძლივობის მიხედვით:

  1. მწვავე ხველა - სასუნთ გზებში ინფექციის შეჭრა, ასეთი ხველა გრძელდება არაუმეტეს ორი კვირისა.
  2. ქრონიკული ხველა - რომელიც 2 თვეც კი გრძელდება, ამის მიზეზი ხშირად მწეველობა, ქიმიური საშუალების შესუნთქვა ან ხშირად მტვრიან დახურულ სივრცეში ყოფნა იწვევს.

 

 

 

ხასიათის მიხედვით:

პროდუქტიული ხველა ( სველი ხველა) - მიუთითებს ადამიანის გამოჯანმრთელებისკენ სვლას.

არაპროდუქტიული  (მშრალი ხველა) - ამ დროს ძალიან საყურადღებოა სწორი დიაგნოსტიკა.

 

ავადმყოფს ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თუ:

  • ხველა გაგრძელდა 2-3 კვირა;
  • ხველას თან ახლავს ტემპერატურა, სტვენა გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება;
  • ხველას თან ახლავს სისხლიანი ან ჩირქიანი ნახველი;
  • ხველა და ტემპერატურა გრძელდება ანტიბიოტიკის მიცემის შემდეგ 36-48 საათის განმავლობაში;
  • როდესაც ბავშვს აქვს „მყეფავი“ ხველა;
  • ხველას თან ახლავს ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში.

სხვადასხვა დაავადებისას ხველა სხადასხვაგვარად ვლინდება:

 

ხველა გრიპის დროს

გრიპის დასაწყის პერიოდში პაციენტს ხშირად მშრალი ხველა აღენიშნება, რომელიც რამდენიმე დღეში გადადის სველ, პროდუქტიულ ხველაში და თან ახლავს ჩირქიანი ნახველი.

 

ხველა მწვავე ბრონხიტის დროს

 თავდაპირველად ავადმყოფს უვლინდება სველი ხველა გამჭვირვალე ფერის ნახველით, სუნთქვა გაძნელებულია.

 

ხველა პნევმონიის დროს

დასაწყის სტადიაზე ხველა მშრალია, დაავადების გართულებესთან ნელნელა გადადის სველ ხველაში. პნევმონიის გართულებისას ნახველს აქვს წითური შეფერილობა რაც სისხლიანი ნახველის წარმოქმნის მიმანიშნებელია. ასევე ხველისას პაციენტს აღენიშნება ტკივილი დაავადებული ფილტვის არეში.

 

ხველა პლევრიტის დროს

 ახასიათებს ძლიერი ტკივილები და არაპროდუქტიული (მშრალი ხველა).

 

ხველა ზედა სასუნთქი გზების დაავადებების (ფარინგიტი, რინიტი, სინუსიტი) დროს

 ხველას ახასიათებს არაპროდუქტიულობა და ხშირად ღამის პერიოდში შეტევითი ხასიათი. ასევე ამ დროს ხშირია მცირე წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება ხახის არეში.

 

ხველა მწეველობის დროს

მწეველებში ხველა ქრონკულ ხასიათს ატარებს და ხშირად გაღვიძებისას ვლინდება. ასეთი ქრონიკული ხველა საკმაოდ შემაწუხებელია.

 

გახსოვდეთ! ნებისმიერი ტიპის ხველა საყურადღებოა, გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ექიმთან ვიზიტი, დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა!