მოლარე-რეგისტრატორი

უკან

ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-15:00

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ 83/11

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • პაციენტის ოპერატიული, თავაზიანი მომსახურება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • შიდა სამუშაო პროგრამაში პაციენტის რეგისტრაცია;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

 

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული მეტყველების და აზრის გადმოცემის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ  შემდეგ მისამართზე hr@medison.ge და „subject” ველში  მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.