share:

Blog

    15Feb
    2018
    პნევმონია - ფილტვების ანთება

     

    პნევმონია

    პნევმონია ფილტვების ანთებას ეწოდება. პნევმონია არის ერთი, ან ორივე ფილტვის ქსოვილის ანთება.

     

    გამომწვევი მიზეზები

    გამომწვევი ფაქტორის მიხედვით პნევმონია არსებობს ძირითადად ორი სახის: ბაქტერიული და ვირუსული. ბაქტერიული პნევმონია შეიძლება განვითარდეს ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ნიადაგზე, მაგალითად გაციების ან გრიპის დროს. პნევმონიის ეს ფორმა მძიმედ მიმდინარეობს და უფრო ხშირად იწვევს გართულებებს.

    ვირუსულ პნევმონიას ახასიათებს უფრო მსუბუქი მიმდინარეობა  ვიდრე ბაქტერიულს, ხშირად ზამთარში გვხვდება და გამომწვევის გადაცემა ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ზოგჯერ პნევმონიის გამომწვევი მიკოპლაზმები და მიკროორგანიზმებია, რომლებიც როგორც ვირუსულ, ასევე ბაქტერიულ ბუნებას ატარებენ. იშვიათად პნევმონია შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანმა დაავადებამ და პარაზიტებმა.

     

     

    სიმპტომები

    სიმპტომურად პნევმონია ხშირად გაციებასა და გრიპს ჰგავს.

    ბაქტერიული პნევმონიის სიმპტომები ზოგჯერ მწვავედ და ერთბაშად იჩენენ თავს, ესენია: მწვავე ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში, სველი ხველა, ცხელება, კანკალი, ძლიერი ოფლიანობა, ცხვირიდან შესქელებული გამონადენი, ტუჩებისა და ფრჩხილების სიფერმკრთალე.

    ვირუსული პნევმონიისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია: სიცხე, მშრალი ხველა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, სისუსტე, დაღლილობა და გახშირებული სუნთქვა.

    პნევმონიის სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს, გახსოვდეთ რომ დაავადების საწყის ეტაპზე, ექიმთან დროული კონსულტაცია და სწორი მკურნალობის დანიშვნა, მნიშვნელოვნად გაამარტივებს დაავადების მიმდინარეობას.

     

     

    გართულებები

    • პლევრის ანთება (პლევრიტი);
    • ფილტვების შეშუპება;
    • ფილტვების აბსცესი;
    • სუნთქვის დარღვევები;

     

    რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები

    • ჩვილები და პატარა ბავშვები;
    • მოხუცები;
    • მწეველები;
    • ადამიანები, ვისაც აწუხებთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, მაგალითად ასთმა, კისტური ფიბროზი, ან გულის, თვიძლის ან თირკმლის დაავადებები;
    • ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა - მაგალითად ახლადგადატანილი გრიპის მქონე ადამიანები, ან ვისაც უტარდებათ ქიმიოთერაპიული მკურნალობა, ან ვისაც აქვს აივ/შიდსი ინფექცია და ა.შ.;

     

     

    როგორ დავიცვათ თავი

    • 65 წელს ზევით პირებისათვის სასურველია გარკვეული სახის სტრეპტოკოკების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება;
    • რადგანაც პნევმონია ხშირად თან სდევს გაციებასა და გრიპს, როგორც გართულება, ამიტომ სასურველია ყოველწლიური, სეზონური ვაქცინაცია გრიპის ვირუსზე .
    • იბანეთ ხელები 15-30 წამის განმავლობაში და რაც შეიძლება ხშირად.
    • გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი კვება, დასვენება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა ძლიერი იმუნიტეტის საწინდარია.
    • არ მოწიოთ. მოწევა მნიშვნელოვნად აქვეითებს თქვენი ბრონქებისა და ფილტვების რეზისტენტობას რესპირაციული დაავადებების მიმართ.

     

    More
    13Feb
    2018
    ფარინგიტი - გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები

    ფარინგიტი არის ხახის უკანა კედლის ანთება. მისი მთავარი გმომწვევი მიზეზია: ცივი ან დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა, ქიმიური ნივთიერების ზემოქმედება (სპირტი, თამბაქო).

    More
    13Feb
    2018
    ტონზილიტი

    ტონზილიტი არის ნუშურა ჯირკვლის ანთება, ნუშურა ჯირკვალი კი ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც ხახის ორივე მხარეზე არის განლაგებული.შეიძლება იყოს მწვავე (ანგინა) და ქრონიკული.

    More
    13Feb
    2018
    ოტიტი

    ოტიტი, ანუ ყურის ანთება მტკივნეული და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. არსებობს ოტიტის სხვადასხვა ფორმა და განვითარების მიზეზი. განასხვავებენ გარეთა, შუა და შიგნითა ყურის ანთებას.

    More
    13Feb
    2018
    ვაგინიტი

    ვაგინიტი არის ვაგინის ( საშოს) ნებისმიერი სახის ანთება, ან ინფექცია. იგი გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემაა, რომელიც ქალს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს. აღსანიშნავია, რომ ქალების ერთ მესამედს სიცოცხლის განმავლობაში ვაგინიტის ერთი ფორმა მაინც ემართებათ.

    More
    05Feb
    2018
    მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია

    მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციად ითვლება დაავადებათა ჯგუფი, რომელიც მოიცავს ზედა სასუნთქ გზებს. ამ დაავადებებს სხვანაირად უბრალოდ გაციებას ვეძახით.
    გაციების ვირუსი, როგორც წესი, არ იწვევს მძიმე შედეგებს, თუმცა გართულების შემთხევაში შესაძლოა გამოიწვიოს პნევმონია, ოტიტი და მეორადი ბაქტერიული ინფექციები.

    რესპირატორული დაავადებები საკმაოდ გავრცემებული პრობლემაა, ყველაზე ხშირად სკოლამდელი ასაკის ბავშვები ავადობენ, თუმცა ნებისმიერი ასაკის ადამიანი შესაძლოა გაციებამ საშუალოდ წელიწადში ორჯერ შეაწუხოს.

    More
    04Jan
    2018
    „არადიეტური დიეტა“ - პრინციპების სახელმძღვანელო, რომელიც დაგეხმარებათ როგორც წონის მოკლებაში, ასევე მის შენარჩუნებაში.

    სადღესასწაულო დღეებში თქვენ ებრძვით მომატებულ კალორიებს და ეძებთ ახალ დიეტებს ზედმეტი კილოგრამების გასაქრობად.

    დროა არჩიოთ „არადიეტური დიეტა“

    More
    28Dec
    2017
    როგორ დავიწყოთ დილა?

    შეხვდით დილას პოზიტიურად და გაილამაზეთ მთელი დღე.

    More