22Jan
2018
სკრინინგის გზამკვლევი („პრაქტიკულად ჯანმრთელი“ კონტიგენტისათვის)


 

 

 

აორტის აბდომინალური ანევრიზმის სკრინინგი

რეკომენდირებულია ულტრაბგერითი სკრინინგი მწეველ მამაკაცებში 65-75  ასაკში. 3 სმ-ზე ნაკლები მოცულობა ნორმალურია, 3-3.9 სმ. - მოითხოვს ყოველ 2-3 წელიწადში კონტროლს. 4-5.4 სმ. ოდენობის მოითხოვს კონტროლს ყოველ 6 თვეში. 5.5 სმ. ან მეტი ზომის ანევრიზმა საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას.

 

 

 

მკერდის კიბოს სკრინინგი

მამოგრაფია რეკომენდირებულია 40 წლიდან. განმეორებით შემოწმებას მოითხოვს ყოველ 1-2 წელიწადში, ხოლო 50 წლის ასაკიდან 74 წლის ასაკამდე ყოველ წელიწადში.

საშვილოსნოს ყელის კიბო

რეკომენდირებულია მისი კონტროლი 21 წლის ასაკიდან, მიუხედავად პაციენტის სქესობრივი აქტივობისა. შემოწმება უნდა განმეორდეს ყოველ 3 წელიწადში 65 წლამდე. გამოკვლევის სიხშირის შესამცირებლად, შეგიძლიათ ალტერნატიულ ვარიანტს მიმართოთ HPV ტესტის ჩატარებით, რომელიც ყოველ 5 წელიწადში ტარდება.

 

დიაბეტის სკრინინგი

სკრინინგი რეკომენდირებულია ყველა ჭარბწონიანისთვის 40-70 წლის ასაკში.

 

ქლამიდია/ გონორეას სკრინინგი

რეკომენდირებულია სკრინინგი 25 წელს დაბლა სექსუალურად აქტიური გოგონებისთვის. ხშირად ქლამიდია მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე, თუმცა მან შესაძლოა გამოიწვიოს ფალოპის მილების გადაკეტვა ან/და უნაყოფობა.

 

კოლორექტალური (მსხვილი და სწორი ნაწლავის) კიბოს სკრინინგი.

რეკომენდირებულია სკრინინგი 50 წლის ასაკიდან ყოველ 10 წელიწადში - 75 წლამდე.  გამოსაკვლევად შეგიძლიათ პერიოდულად შეიმოწმოთ  განავალის  ანალიზი ფარულ სისხლდენაზე ან გაიკეთოთ კოლონოსკოპია ( მსხვილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის მდგომარეობის შემოწმება სპეციალური ზონდის მეშვეობით). თუ პაციენტს გენეტიკური მიდრეკილება აქვს კოლორექტალური კიბოს მიმართ, სკრინინგის დაწყება რეკომენდირებულია 40 წლის ასაკიდან, ან 10 წლით ადრე იმ ასაკთან შედარებით, ვიდრე ოჯახის წევრს აღმოუჩნდა დაავადება.

 

ფილტვის კიბოს სკრინინგი

სკრინინგის ჩატარება რეკომენდირებულია 55-80 წლის ასაკში მათთვის, ვისაც მოწევის 30 წელზე მეტი წლის გამოცდილება აქვს. ვინც 15 წლის გამოცდილების შემდეგ მოწევა მიატოვა, ფილტვის კიბოს  გამოსავლენად ყოველწლიურად უნდა შემოწმდეს დაბალი დოზირების  CT-ით.

 

ზრდასრულთა ვაქცინაცია

  • გრიპის ვაქცინა - ყოველწლიურად 50 წლის ასაკის ზევით
  • პნევმოკოკური ინფექციის საქინააღმდეგო ვაქცინა (პნევმოკოკი) - დაავადების სკრინინგი რეკომენდირებულია 5 წლამდე და ხანდაზმულებისთვის, (განსაკუთრებით 2 წლამდე და 65 წელს ზევით ასაკში). მისი პრევენცია ხდება ვაქცინაციით.