05Mar
2018
როგორ ვებრძლოთ ცელულიტს!


 

ცელულიტი - საკითხი, რომელიც აწუხებს ქალების ძალიან დიდ ნაწილს. სინამდვილეში ეს პრობლემა არამხოლოდ ვიზუალურია, არამედ კანქვეშა უჯრედების ანთებას წარმოადგენს. ასე რომ, ცელულიტის განვითარებამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს როგორც თქვენი სხეულის ვიზუალს, ასევე ჯანმრთელობას და გამოიწვიოს ისეთი დაავადებები როგორიცაა: ანემია, ვარიკოზი, ზურგის ტკივილები და ა.შ.

ცელულიტის პრობლემამ შესაძლოა შეაწუხოს ნებისმიერი ასაკისა და გარეგნობის ქალები, ის წარმოიქმნება ხანში შესულ ქალებში, ახალგაზრდა გოგონებში, ჭარბ წონიანსა და გამხდარ ქალბატონებში. საკვირველი ის არის, რომ ეს დაავადება გვერდს უვლის კაცებს. როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს საქმე ერთ-ერთ ქალურ ჰორმონშია, კერძოდ - ესტროგენში. სწორედ ეს ჰორმონი უკეტავს სასუნთ გზას კანქვეშა ცხიმებს და შედეგად მათ ანთებას იწვევს.

თუმცა, რა თქმა უნდა, ჰორმონების გარდა „ფორთოხლის ქერქის“ წარმოქმნას ხელს სხვა ფაქტორებიც უწყობს.

 

 

და მაინც რა იწვევს ცელულიტს?

  1. მემკვიდრეობა. თუ მაგალითად დედათქვენს აწუხებდა ცელულიტის პრობლემა, დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს დაავადება გვერდს არც თქვენ აგივლით.
  2. ასაკი. დიახ, ასაკის მატებასტან ერთად ჩვენი კანი კარგავს სიმკვრივეს და წარმოიქმნება ცელულიტი, თუმცა ახალგაზრდა გოგონებსაც ხშირად უჩნებათ ე.წ. „ფორთოხლის ქერქი“ ეს ხშირად ორსულობისას და მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც ხდება.
  3. დაუბალანსებელი კვება. თანამედროვე ცხოვრება ხშირად არ გვაძლევს საშუალებას ვიკვებოთ ერთსადა იმავე დროს, ვიტამინებით გაჯერებული პროდუქტებით. ამიტომ ხშირად მივმართავთ სწრაფი კვების ობიექტებს და საკვებს, რომელიც ბევრ ცხიმს შეიცავს. შესაძლოა ჩვენი კვების რაციონი მხოლოდ ბოსტნეულს, ხილს, მცენარეულ ცხიმებსა და სუფთა წყალს რომ შეიცავდეს ჩვენი ორგანიზმი ჯანსაღი იქნებოდა. თუმცა ფაქტია, რომ ამის საშუალებას თანამედროვე ცხოვრების რიტმი იშვიათად გვაძლევს.
  4. ნიკოტინზე დამოკიდებულება. მწეველებში აქტიურად იკარგება C ვიტამინი, რის შედეგადაც ირღვევა სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლა - ეს კი ხელს უწყობს ცელულიტის გაჩენას.
  5. ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა. როდესაც ჩვენი კუნთები ტონუსს კარგავს, ეს ჩვენ კანს და კანქვეშა ქსოვილებს ადუნებს.
  6. ფასიებრი ჯირკვლის დარღვევები. ამ დროს ყველანაირი ნივთიერებათა ცვლა ირღვევა და მათ შორის ცხიმების.
  7. ჰორმონების დარღვევა. საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა პირდაპირ კავშირშია ცელულიტის წარმოქმნასთან.
  8. ცხიმოვანი ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ეს არის ყველაზე არასასიამოვნო მიზეზი, რადგან სწორედ ეს იწვევს მძიმე სახის ფიბროზულ ცელულიტს.
  9. სტრესი და დეპრესია. რა თქმა უნდა გასაგებია, რომ ასეთ დროს ირღვევა ჰორმონები, ნივთიერებათა ცვლის პროცესები და ეს ისევ და ისევ ე.წ. „ფორთოხლის ქექის“ გამომწვევია.

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი?

ცელულიტის მოშორება რთული და დროში გაწელილი პროცესია. მცდარია შეხედულება, რომ ცელულიტის მოსაშორებლად აუცილებელია დაიკლოთ წონაში სწრაფად და ყველაზე რთული დიეტით.

 

 

 

მაშ ასე, მარტივი წესები თუ როგორ ვებრძოლოდ ცელულიტს:

პირველ რიგში მოგიწევთ ზედმეტად მარილიან და ცხიმიან საჭმელზე უარის თქმა. ცელულიტთან ბრძოლაში დაგეხმარებათ სტაფილო, ციტრუსი, ყაბაყი, ბადრიჯანი და შავი ყურძენი.

ყურადღება მიაქციეთ ცელულოზას, რომელსაც შეიცავს უხეშად დაფქვილი ფქვილით დამზადებული ცომეული. მიირთვით რძე და მიიღეთ ფოსფორი, რომელსაც მრავლად შეიცავს თევზი.

არ დაგავიწყდეთ წყალი! დალიეთ დღეში დაახლოებით ორი ლიტრი წყალი. ასევე სასურველია მიიღოთ ხილის ფრეში, მწვანე ჩაი.

უარი უთხარით სწრაფი კვების ობიექტებს! იკვებეთ ჯანსაღად, უპირატესობა მიანიჭეთ სალათებს, ხილს, იოგურტებს.

 

 

ცელულიტის საწინაარმდეგო ვარჯიშები:

თუ გსურთ, რომ თავი დააღწიოთ ცელულიტს, გარდა ჯანსაღი კვებისა აუცილებელია ფიზიკური აქტივობები. ეს შეიძლება იყოს სირბილი, ცურვა, სახტუნაოტი ხტუნაობა ან სულაც დიდ მანძილზე სიარული.

ასევე გთავაზობთ ვარჯიშებს რომელიც შეგიძლიათ სახლის პირობებში გააკეთოთ.

 

  1. ხელები წინ გამოწიეთ მხრების სიმაღლეზე და ჩაიბუქნეთ. გაიმეორეთ 10-ჯერ.
  2. დადგით მარჯვენა ფეხი უკან და სიმძიმე მარცხენაზე გადაიტანეთ. ხელები დაიდეთ მარცხენა ფეხის მუხლზე და ასე გაჩერდით 15-20 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ 10-ჯერ.
  3. დაწექით ზურგზე. შესუნთქვისას აწიეთ ხელები თავის ზემოთ, ამოსუნთქვისას ცოტათი ამოწიეთ ტანი და გაჩერდის 15-20 წამი. გაიმეორეთ 10-ჯერ.
  4. დაწექით მარჯვენა მხარზე, მარჯვენა ხელი ამოიდეთ თავქვეშ და მარცხენა ფეხი ნელა აწიეთ და დაუშვით ისე რომ ბოლომდე არ შეეხოს მარჯვენა ფეხს. გაიმეორეთ 10-ჯერ
  5. ნეხევრად ჩაიბუქნეთ, თითქოს უხილავ სკამზე ჯდებით და გაჩერდით ამ მდგომარეობასი 20-30 წამი. გაიმეორეთ მოქმედება 10-ჯერ.